19-წლამდელებმა დასკვნითი შეკრება დაიწყეს

AutoSharing Option
ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება დაიწყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გუნდმა.

კახა კაჭარავამ თავის რჩეულ ფეხბურთელებს კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მოუყარა თავი.

ალექსანდრე ადამია ("გაგრა"), გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა", საჩხერე), ოთარ კაკაბაძე, ვაჟა მათიაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე (ყველა "დინამო" თბილისი), გურამ სამუშია ("ზესტაფონი"), ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა (ორივე "მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე, თემურ მარკოზაშვილი, გიორგი ფანცულაია (ყველა "ტორპედო", ქუთაისი), ბაჩო არაბული ("საბურთალო", თბილისი), ავთო ენდელაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი ("ზუგდიდი"), გიორგი აბურჯანია ("დილა", გორი),
ნიკა ნარმანია ("რუხი", პოლონეთი), ნიკა კაჭარავა ("ვანდიში", შვეიცარია), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია"), ლუკას ჰუფნაგელი ("უნტერჰაჰინგი", გერმანია), ბაჩო მიქავა, ნიკა ჭანტურია (ორივე "ლოკომოტივი" თბილისი), გიორგი სარჯველაძე ("ჰერკულესი", ესპანეთი), გიორგი გიორგაძე ("სკონტო", ლატვია)

კაჭარავა მოსამზადებელ ეტაპს ტესტ-მატჩით დაიწყებს. 19 ოქტომბერს, 15:30 წუთზე, U19 "ამერის" სტადიონზე ცხინვალის "სპარტაკთან" ისპარინგებს.

საწვრთნელი პროცესი კი, ჩვეულებისამებრ, "ბასაზე" წარიმართება. შეკრების დასრულებისთანავე, 23 ოქტომბრის გამთენიისას, ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც 26-28-31 ოქტომბერს ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ჩაატარებს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული