ცინვალის "სპარტაკმა" საქართველოს 19-წლამდელებს მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის დასკვნითი მოსამზადებელი შეკრება დაიწყო.

კახა კაჭარავამ თავისი რჩეულები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრიბა. 19-წლამდელებმა მოსამზადებელი ეტაპი საკონტროლო მატჩით დაიწყეს: კაჭარავას გაწვრთნილები 19 ოქტომბერს "ამერის" სტადიონზე ცხინვალის "სპარტაკს" შეხვდნენ და 0:2 წააგეს.

ანგარიში მე-16 წუთზე თორნიკე თუხარელმა გახსნა, 43-ე წუთზე კი დავით გელაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

19-წლამდელები: თებიძე, გეგეჭკორი, სანდოხაძე, მარკოზაშვილი, დვალი, სამუშია, ნარმანია, ჰუფნაგელი, უბილავა, არაბული, კაჭარავა.
შეცვლაზე: მიქავა, ფონიავა, ფანცულაია, ენდელაძე, გიორგაძე, მერკელაშვილი.

გუნდი მომზადებას "ბასაზე" გააგრძელებს, 23 ოქტომბერს
გამთენიისას კი, ჩვენი დელეგაცია ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც 26-28-31 ოქტომბერს, ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული