19-წლამდელების შემადგენლობა ელიტრაუნდისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ხორვატიაში, ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩებზე წამსვლელი 18 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა.

მეკარეები: გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა", საჩხერე), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბილისი), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა დვალი ("იბერია", თბილისი), ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი)
ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე ("ზუგდიდი"), გიორგი აბურჯანია ("დილა", გორი), გურამ სამუშია ("ზესტაფონი"), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია"), თემურ მარკოზაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო" თბილისი), ლუკას ჰუფნაგელი ("უნტერჰაჰინგი", გერმანია)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა ("ვანდიში", შვეიცარია), გიორგი
ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), ვაჟა მათიაშვილი ("დინამო" თბილისი), ბაჩანა არაბული ("საბურთალო")

19-წლამდელები ხორვატიაში 23 ოქტომბერს, გამთენიისას მიემგზავრებიან. ჩვენი გუნდი მე-11 ჯგუფში იასპარეზებს ხორვატიის, აზერბაიჯანისა და ისლანდიის ნაკრებებთან ერთად.

26 ოქტომბერს ერთმანეთს საქართველო და ხორვატია დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება. ამავე დღეს და ამავე დროს ითამაშებენ აზერბაიჯანი და ისლანდიაც.

28 ოქტომბერი, 17:30
საქართველო - აზერბაიჯანი
ხორვატია - ისლანდია

31 ოქტომბერი, 17:30
ისლანდია - საქართველო
აზერბაიჯანი - ხორვატია

შეგახსენებთ, რომ ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის, შემდეგ კი კენჭისყრით ელიტრაუნდისთვის ახალი ჯგუფები დაკომპლექტდება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული