შეგახსენებთ, ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს, გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქეები კი უკრაინა, შოტლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან.
მოახლოებული მინი-ტურნირის შესახებ "ლელოს" უახლოეს ნომრებში ვრცლად წაიკითხავთ, ახლა კი თვალი გადავავლოთ სხვა ჯგუფებში განვითარებულ მოვლენებს.
ბუნებრივია, ელიტრაუნდში გასასვლელად დიდი ბრძოლაა საჭირო, მაგრამ როგორც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტებს, გვაქვს სრული უფლება, წინაც გავიხედოთ და პოტენციურ მეტოქეებზეც ვიმსჯელოთ.
ორი ჯგუფის გარდა, პირველი ეტაპის მატჩები ყველგან დასრულდა და ელიტრაუნდის მონაწილეთა უმრავლესობაც გაირკვა.
ესპანეთის ნაკრები კინაღამ ჯგუფში ჩარჩა
ცნობისთვის, ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებს კვლავ სანტი დენია წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობით მოთამაშე გუნდიც გაზაფხულზე ვასილ მაისურაძის შეგირდებმა თბილისური ელიტრაუნდის ჯგუფში ჩატოვეს.
ელიტრაუნდში ითამაშებენ: სერბეთი, ბელორუსი, გერმანია, ფინეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ინგლისი, ჩრდილოეთ ირლანდია, უნგრეთი, იტალია, ნორვეგია, პორტუგალია, ირლანდია, შვედეთი, ჩეხეთი, რუსეთი, ხორვატია, ისრაელი.
დიდი ალბათობით, მათ რიცხვს ბელგია და ჰოლანდიაც შეუერთდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"