საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
ხორვატიაში უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო: კახა კაჭარავას გაწვრთნილები სადებიუტო მატჩში მასპინძლებთან 0:2 დამარცხდნენ.

უეფას ვებგვერდის ტექსტური რეპორტაჟიდან უნდა დავასკვნათ, რომ საწყის წუთებში საქართველოს ნაკრები მეტოქეზე მწვავედ უტევდა: მე-9 წუთზე გიორგი აბურჯანიას დარტყმის შემდეგ, მასპინძლები მეკარე მარკო მალენიცამ გადაარჩინა. მე-16 წუთზე კი უკვე გიორგი ფანცულაიამ შეუტია და ხორვატთა მეკარემ ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა.

თუმცა, დაახლოებით მე-20 წუთიდან, ხორვატები გააქტიურდნენ და ახლა უკვე საქმეში ჩვენი მეკარე გაბრიელ თებიძე ჩაერთო: მან ჯერ ანტონიო პავიჩის სახიფათო შეტევა მოიგერია,
შემდეგ - პეტარ მიშიჩის დარტყმა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხორვატებმა უფრო მწვავედ შეუტიეს: განსაკუთრებით ტომისლავ კიში აქტიურობდა, მან 51-ე წუთზე სცადა ბედი და თებიძეს ვერ აჯობა.

თუმცა, მან ანგარიში მაინც გახსნა: ბრუნო მაროტის ჩაწოდების შემდეგ, ბალკანელთა თავდამსხმელმა ზუსტად დაარტყა - 1:0.

ანგარიშის გათანაბრება სცადა თემურ მარკოზაშვილმა, მაგრამ ხორვატთა მეკარე დამაჯერებლად თამაშობდა. საპასუხო შეტევაზე იოსეპ მიშიჩის აქტიურობას ისევ საგოლე მომენტი მოჰყვა, მაგრამ თებიძეს ვერ აჯობა.

64-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გიორგი ფანცულაიამ, მსაჯმა მოედანი დაატოვებინა და საქართველოს ნაკრები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მასპინძლები ჩვენს კართან რეალურ ხიფათს დიდხანს ვერ ქმნიდნენ.

მაგრამ 76-ე წუთზე კაპიტან იოზო შიმუნოვიჩის გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა კრუნო ივანჩიჩმა საქართველოს კარი მეორედ აიღო და ჩვენს ისედაც მიზერულ იმედებს ცივი შხაპი გადაასხა 2:0.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისლანდიამ აზერბაიჯანი 2:1 დაამარცხა და ხორვატებთან ერთად, 3 ქულით ჯგუფის ლიდერი გახდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს აზერბაიჯანთან ჩაატარებს.

U-19. ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი.
26.10.12. ზაგრები. "ლუჩკო".
ხორვატია - საქართველო 2:0
1:0 კიში (55), 2:0 ივანჩიჩი (76).

ხორვატია საქართველო
მალენიცა თებიძე
მაროტი დვალი
პავიჩი სანდოხაძე
ბრლეკი გეგეჭკორი
შიმუნოვიჩი სამუშია
პერიჩი აბურჯანია
ი. მიშიჩი მარკოზაშვილი
ჩანაჟია უბილავა
კიში ფანცულაია
პავიჩიჩი ჰუფნაგელი
პ. მიშიჩი ნ. კაჭარავა

მწვრთნელი მწვრთნელი
დ. ელიჩიჩი კ. კაჭარავა

ხორვატია
61. ი. მიშიჩი - კოვაჩიჩი
66. პ. მიშიჩი - კოვაჩიჩი
73. ჩანაჯია - ივანჩიჩი
სათადარიგოები: ფილიპოვიჩი, მიკანოვიჩი, ელეზი, პლუმი,

საქართველო
72. კაჭარავა - მათიაშვილი
72. მარკოზაშვილი - ენდელაძე
83. აბურჯანია - ლობჟანიძე
სათადარიგოები: მიქავა, კაკაბაძე, არაბული.

გაფრთხილებები: დვალი (31), პავიჩიჩი (45), ფანცულაია (60), ჩანაჯია (73), ენდელაძე (81).
გაძევება: ფანცულაია (64)
მთავარი არბიტრი: ი. კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომღაც რომ მოეგოთ.
koko
13:42 27-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული