17-წლამდელებებმა დასკვნითი მოსამზადებელი შეკრება დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპისთვის დასკვნითი მოსამზადებელი შეკრება დაიწყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის განკარგულებაში დღეისთვის 22 ფეხბურთელია:

მეკარეები: ოთარ გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე საბურთალო);
მცველები: ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, ნიკა ველიაშვილი (ყველა - საბურთალო), ომარ პატარკაციშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), აკაკი შულაია (მერანი, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), თემურ ბაგრატიონი (მეტალურგი, რუსთავი);
ნახევარმცველები: გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა - საბურთალო), თენგიზ გოროზია (დინამო, თბილისი), ცოტნე მესხი (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა ლაშხია,
ზურაბ მალანია (ორივე - ბაია, ზუგდიდი), დიმიტრი მარგველაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი კილასონია (მეტალურგი, რუსთავი);
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (ზესტაფონი), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი, თბილისი), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია), ოთარ კობახიძე (დინამო, თბილისი).

ამ 22-დან ოფიციალური მატჩებისთვის სამწვრთნელო შტაბს 17 ფეხბურთელის შერჩევა მოუწევს.
გუნდმა ტესტ-მატჩი გამართა საჩხერის "ჩიხურას" ახალგაზრდულ გუნდთან და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

27 ოქტომბრიდან დევდარიანის გუნდი ვარჯიშებს საგურამოში ჩაატარებს. შეგახსენებთ, თბილისური შესარჩევი ჯგუფი ჩვენს 17-წლამდელებს 30 ოქტომბერს ეწყებათ. საქართველოს ნაკრები ყველა მატჩს "მიხეილ მესხზე" ჩაატარებს და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული