მასპინძელ ხორვატიასთან განცდილი მარცხის შემდეგ კახა კაჭარავას გუნდი 27 ოქტომბერს აზერბაიჯანს დაუზავდა.
ქართველები გურამ სამუშიას სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმში აზერბაიჯანელებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს.
იმის მიუხედავად, რომ ორი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს, საქართველოს ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლა მაინც შეუძლია - ჩვენს გუნდს საამისოდ ისლანდიის ძლევა ეყოფა, ოღონდ იმ პირობით, რომ ხორვატიამ აზერბაიჯანთან არ უნდა წააგოს.
იმედია, ამ ნაბიჯს ქართველი 19-წლამდელები წარმატებით გადადგამენ.
U19. ევროპის ჩემპიონატი. პირველი შესარჩევი ციკლი
საქართველო-აზერბაიჯანი 1:1
გოლები: 1:0 სამუშია (10), 1:1 მირზაევი (70)
საქართველო: თებიძე, დვალი, სანდოხაძე, გეგეჭკორი, სამუშია, აბურჯანია, მარკოზაშვილი, ჰუფნაგელი (83. ნ. ჭანტურია), უბილავა, კაჭარავა, არაბული (70. ს. ლობჟანიძე).
სათადარიგოები: მიქავა, კაკაბაძე, მათიაშვილი, ენდელაძე.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: მარკოზაშვილი (27), აბურჯანია (57), კაჭარავა (83)
გაძევება: სანდოხაძე (73)
არბიტრი: მ. პანაი (კვიპროსი)
ხორვატია-ისლანდია 2:2
ა | გ | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ხორვატია | 2 | 1 | 1 | 0 | 4-2 | 4 |
2 | ისლანდია | 2 | 1 | 1 | 0 | 4-3 | 4 |
3 | აზერბაიჯანი | 2 | 0 | 1 | 1 |
2-3 | 1 |
4 | საქართველო | 2 | 0 | 1 | 1 | 1-3 | 1 |
31 ოქტომბერი
ისლანდია-საქართველო
აზერბაიჯანი-ხორვატია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
კახა კაჭარავა: ჩვენი მიზანი ელიტრაუნდში მოხვედრაა!