საქართველოს 17-წლამდელებმა ელიტრაუნდი მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
30 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი გაიმართა.

სამწუხაროდ, გიორგი დევდარიანის გუნდმა შეხვედრის პირველი ნახევარი მინიმალური ანგარიშით დათმო.

მე-9 წუთზე ქართველთა კარი ვალერი ლუჩკევიჩმა აიღო. მატჩის 42-ე წუთზე კი არბიტრმა ყვითელი ბარათი გიორგი თევზაძეს უჩვენა.

შეხვედრის მეორე ნახევარში გოლი კვლავ სტუმრებმა გაიტანეს, ამჯერად ანდრეი ბორიაჩუკი 58-ე წუთზე გამოირჩა. 11 წუთში კი უპირატესობა სამამდე მაქსიმ ტრეტიაკოვმა გაზარდა.

ჩვენმა ფეხბურთელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. ტაიმის მიწურულს გიორგი თევზაძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო
ანგარიში, 1:3 დააფიქსირა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი შოტლანდიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

ჯგუფი 13

გუნდი
1 შოტლანდია 1 1 0 0 5-2 3
2 უკრაინა 1 1 0 0 3-1 3
3 საქართველო 1 0 0 1 1-3 0
4 ლუქსემბურგ 1 0 0 1 2-5 0

მკითხველის კომენტარები / 1 /
დევდარიანი დან სლაბია რა
iliko
01:20 31-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული