სამწუხაროდ, გიორგი დევდარიანის გუნდმა შეხვედრის პირველი ნახევარი მინიმალური ანგარიშით დათმო.
მე-9 წუთზე ქართველთა კარი ვალერი ლუჩკევიჩმა აიღო. მატჩის 42-ე წუთზე კი არბიტრმა ყვითელი ბარათი გიორგი თევზაძეს უჩვენა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გოლი კვლავ სტუმრებმა გაიტანეს, ამჯერად ანდრეი ბორიაჩუკი 58-ე წუთზე გამოირჩა. 11 წუთში კი უპირატესობა სამამდე მაქსიმ ტრეტიაკოვმა გაზარდა.
ჩვენმა ფეხბურთელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. ტაიმის მიწურულს გიორგი თევზაძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი შოტლანდიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.
ჯგუფი 13
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | შოტლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 5-2 | 3 |
2 | უკრაინა | 1 | 1 | 0 | 0 | 3-1 | 3 |
3 | საქართველო | 1 | 0 | 0 | 1 | 1-3 | 0 |
4 | ლუქსემბურგი | 1 | 0 | 0 | 1 | 2-5 | 0 |