საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ისლანდიასთან ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდის რიგით მესამე შეხვედრა ჩაატარა.

მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა მე-40 წუთზე გახსნა, ხოლო 78-ე წუთზე დუბლის გაფორმება შეძლო და საკუთარ გუნდს საბოლოო გამარჯვება და ელიტრაუნდის საგზური მოაპოვებინა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა ხორვატიასთან დათმო, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრებს დაუზავდა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში კი ხორვატიის ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები დიდი ანგარიშით, 7:1 დაამარცხა.

გამომდინარე აქედან, ელიტრაუნდის საგზურები ხორვატიამ და საქართველომ მოიპოვეს.

11 ჯგუფი
გუნდი
1 ხორვატია 3 2 1 0 11-3 7
2 საქართველო 3 1 1 1 3-3 4
3 ისლანდია 3 1 1 1 4-5 4
4 აზერბაიჯანი 3 0 1 2 3-10 1

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაჭარავამ მაინც გაიყვანა გუნდი შემდეგ ეტაპზე ყ,ოჩაღ ბიჭებო.
ogafa
02:43 01-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული