მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა მე-40 წუთზე გახსნა, ხოლო 78-ე წუთზე დუბლის გაფორმება შეძლო და საკუთარ გუნდს საბოლოო გამარჯვება და ელიტრაუნდის საგზური მოაპოვებინა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა ხორვატიასთან დათმო, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრებს დაუზავდა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში კი ხორვატიის ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები დიდი ანგარიშით, 7:1 დაამარცხა.
გამომდინარე აქედან, ელიტრაუნდის საგზურები ხორვატიამ და საქართველომ მოიპოვეს.
11 ჯგუფი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ხორვატია | 3 | 2 | 1 | 0 | 11-3 | 7 |
2 | საქართველო | 3 | 1 | 1 | 1 | 3-3 | 4 |
3 | ისლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 4-5 | 4 |
4 | აზერბაიჯანი | 3 | 0 | 1 | 2 | 3-10 | 1 |