საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა

AutoSharing Option
1 ნოემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლუქსემბურგელ თანატოლებთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის რიგით მეორე მატჩი გამართა.

მატჩის მე-14 წუთზე ჩვენი გუნდის მე-7 ნომერმა ლუკა ზარანდიამ დალაშქრა მეტოქე გუნდის კარი, ხოლო 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ილია კერძევაძემ გაზარდა.

ქართველი ფეხბურთელები ამაზე არ შეჩერებულან და 75-ე წუთზე ლუქსემბურგის ნაკრები უკვე ცოტნე მესხმა დაამწუხრა. მატჩის დამატებულ წუთებში კი მეტოქემ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. გოლის ავტორი პიტ სჰოოსი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ მატჩში გიორგი დევდარიანის შეგირდები უკრაინის
ნაკრებთან ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი უკრაინის ნაკრები შოტლანდიას დაუზავდა - 0:0.

ქართველი 17-წლამდელები მორიგ შეხვედრას 4 ნოემბერს შოტლანდიის ნაკრებთან გამართავენ და წარმატების შემთხვევაში, ელიტრაუნდის საგზურს მოიპოვებენ.

გუნდი
1 შოტლანდია 2 1 1 0 5-2 4
2 უკრაინა 2 1 1 0 3-1 4
3 საქართველო 2 1 0 1 4-4 3
4 ლუქსემბურგი 2 0 0 2 3-8 0

ასევე იხილეთ:
საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ცნობისათვის, ჩვენები ფრეს შემთხვევაშიც გადიან ელიტ რაუნდში, როგორც საუკეთესო მესამეადგილოსანი ესპანეთთან ერთად.
შაკო
17:08 01-11-2012
0
სამწუხაროდ, ალბათ ფრე არ გვაწყობს, იმიტომ, რომ საუკეთესო მესამეადგილოსანის გამოსავლენად მხოლოდ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულები ითვლება. ჩვენს შემთხვევაში ეს მხოლოდ 1 ქულა იქნებოდა. ასე რომ, მხოლოდ მოგება!
Toko
22:33 01-11-2012
0

სიახლეები პოპულარული