საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიელ თანატოლებს მასპინძლობს.
მატჩში ანგარიში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ზარანდიამ მე-17 წუთზე გახსნა. შეხვედრის პირველი ნახევარი გიორგი დევდარიანის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
უკრაინისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის პირველი ტაიმი კი უკრაინელების გამარჯვებით ანგარიშით 4:0 დასრულდა.