მატჩში ანგარიში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ზარანდიამ მე-17 წუთზე გახსნა. შეხვედრის პირველი ნახევარი გიორგი დევდარიანის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გოლის გატანა კვლავ ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს. ამჯერად თავი თენგო გოროზიამ გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის კარი 64-ე წუთზე აიღო. არბიტრის დამატებულ დროში კი დუბლის გაფორმება ზარანდიამ შეძლო. საბოლოოდ მატჩში ჩვენი ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.
ჩვენი
გამომდინარე აქედან, ჯგუფიდან ორი ნაკრები საქართველო და უკრაინა გავიდა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | უკრაინა | 3 | 2 | 1 | 0 | 9-1 | 7 |
2 | საქართველო | 3 | 2 | 0 | 1 | 7-4 | 6 |
3 | შოტლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 5-5 | 4 |
4 | ლუქსემბურგი | 3 | 0 | 0 | 3 | 3-14 | 0 |
ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა
საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]