საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდშია!

AutoSharing Option
4 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩი დასრულდა, სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შოტლანდიელ თანატოლებს უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ზარანდიამ მე-17 წუთზე გახსნა. შეხვედრის პირველი ნახევარი გიორგი დევდარიანის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში გოლის გატანა კვლავ ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს. ამჯერად თავი თენგო გოროზიამ გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის კარი 64-ე წუთზე აიღო. არბიტრის დამატებულ დროში კი დუბლის გაფორმება ზარანდიამ შეძლო. საბოლოოდ მატჩში ჩვენი ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ჩვენი
ჯგუფის მეორე შეხვედრა უკრაინისა და ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის, უკრაინელების გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა.

გამომდინარე აქედან, ჯგუფიდან ორი ნაკრები საქართველო და უკრაინა გავიდა და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

გუნდი
1 უკრაინა 3 2 1 0 9-1 7
2 საქართველო 3 2 0 1 7-4 6
3 შოტლანდია 3 1 1 1 5-5 4
4 ლუქსემბურგი 3 0 0 3 3-14 0

ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა
საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ბიჭებო მაგრები ხაართ :** ეგრე გააგრძელეთ :*
QavTarAdZee :)))
17:21 04-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული