19-წლამდელთა ბრწყინვალე სტარტი

AutoSharing Option
ჩვენმა ჭაბუკებმა 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი რიხით დაიწყეს. ვლადიმერ გუცაევის გუნდმა პორტუგალიურ ალბუფეირაში ჩატარებულ სასტარტო მატჩში ბერძენი თანატოლები 1:0 დაამარცხა.

ჩვენმა ჭაბუკებმა 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი რიხით დაიწყეს. ვლადიმერ გუცაევის გუნდმა პორტუგალიურ ალბუფეირაში ჩატარებულ სასტარტო მატჩში ბერძენი თანატოლები 1:0 დაამარცხა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საერთო ჯამში გუცაევის ბიჭებმა მეტოქე დაჯაბნეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. გუცაევმა 4-3-2-1 სათამაშო სქემა აირჩია. ბერძნებს ორი საგოლე მომენტი ჰქონდათ, ჩვენებს კი კიდევ ოთხჯერ შეეძლოთ გოლის გატანა. თითო საგოლე მომენტი ჰქონდათ ნიკა
ძალამიძეს, ლაშა ჩაფიძესა და საბა კვირკველიას, თორნიკე ოქრიაშვილს კი დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ...

ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა. გიორგი ჩელებაძის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ოქრიაშვილმა კარში გადაგზავნა და ეს გოლი ჩვენი გუნდისთვის სამქულიანი აღმოჩნდა.

"საინტერესო და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ბიჭებმა კარგად შეასრულეს დავალებები და საერთო ჯამში მეტოქეს ვაჯობეთ. ბერძნებზე მეტი საგოლე მომენტი გვქონდა და დამსახურებულად მოვიგეთ. ელიტრაუნდში გასასვლელად ამ მოგებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ და მომდევნო თამაშებშიც წარმატებით უნდა ვიასპარეზოთ", - გვითხრა გუცაევმა.

გუშინ ჩვენს ჯგუფში მეორე წყვილმაც ითამაშა. აზერბაიჯანი პორტუგალიას 2:0-ს უგებდა, მაგრამ ტურნირის მასპინძლებმა ბოლოს იძალეს და ფრეს (2:2) მიაღწიეს. როგორც გუცაევმა გვითხრა, ამ შეხვედრას მისი თანაშემწე გოჩა ჯოხაძე დაესწრო და შესაბამისად, მეტოქეებზე ინფორმაციაც შეაგროვა.

მეორე ტურის მატჩები ხვალ, 13 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენი ჭაბუკები პორტუგალიას ეთამაშებიან, ბერძნები კი აზერბაიჯანს დაუპირისპირდებიან. მანამდე კი ჯგუფს საქართველო ლიდერობს...

საბერძნეთი-საქართველო 0:1
0:1 ოქრიაშვილი (89. ჩელებაძის პასით)
საქართველო: ნადირაძე - კობახიძე, კვეკვესკირი, კვირკველია, ბრაჭული - მირცხულავა (90. ელიზბარაშვილი), აფაქიძე, ხუჭუა (85. ფუტკარაძე) - ოქრიაშვილი, ძალამიძე - ჩაფიძე (69. ჩელებაძე).
სათადარიგოები: აზნიაშვილი, უგულავა
გაფრთხილება: ვლახოსი (81), ბუგაიდისი (83), ხუჭუა (84), ბრაჭული (90)
არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)


თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 1-0 3
2. აზერბაიჯანი 1 0 1 0 2-2 1
3. პორტუგალია 1 0 1 0 2-2 1
4. საბერძნეთი 1 0 0 1 0-1 0

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის 13 ჯგუფიდან ელიტრაუნდში 28 გუნდი გადის. ასე რომ, ჯგუფის ორი გამარჯვებული ავტომატურად ხვდება ელიტრაუნდში, ამ 26 გუნდს კი 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული