17-წლამდელები ელიტრაუნდის წინ: სტატისტიკა და წილისყრის მოლოდინი

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მარცხით დაწყებული საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, გიორგი დევდარიანის გუნდი ჯერ უკრაინასთან 1:3 დამარცხდა (ერთადერთი ქართული გოლი გიორგი თევზაძის ანგარიშზეა), შემდეგ ლუქსემბურგს 3:1 სძლია (გოლები: ლუკა ზარანდია, ცოტნე მესხი, ილია კერძევაძე), გადამწყვეტ მატჩში კი შოტლანდია ზარანდიას დუბლითა და თენგიზ გოროზიას გოლით 3:0 გაანადგურა.

გადავხედოთ ჩვენი ნაკრების მონაგარს:

N მოთამაშე გფ
1 ოთო გოშაძე (მეკ.) 3 3 - -
2 ნიკა ველიაშვილი - - - -
3 ზურაბ მალანია 3 3 - 1
4 გაგი მარგველაშვილი 3 3 - -
5 ჯემალ ტაბიძე 3 3 - -
6 გიორგი თევზაძე 3 3 1 1
7 ლუკა ზარანდია 3 3 3 -
8 თენგიზ გოროზია 2 1 1 1
9 რომან ჭანტურია 1 - - -
10 ცოტნე მესხი 3 1 1 -
11 ილია კერძევაძე 3 3 1 1
12 ბექა ქურდაძე (მეკ.) - - - -
13 გრიგოლ ჩაბრაძე 1 - - -
14 გიორგი ხარაიშვილი 3 3 - -
15 ზურაბ გელაშვილი 3 3 - 2
16 ნიკა ლაშხია 1 1 - -
17 აკაკი შულაია 3 3 - 1
18 ომარ პატარკაციშვილი 1 - - -

* * *
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე 17-წლამდელთა საკვალიფიკაციო ტურნირის სრული სტატისტიკაა გამოქვეყნებული და რამდენიმე საინტერესო მონაცემს გაგაცნობთ:

* შესარჩევი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 8 გოლით გერმანელი ტიმო ვერნერია, ქართველთაგან კი 3 გოლით ლუკა ზარანდია ლიდერობს;
* ყველაზე მეტი, 4-4 საგოლე პასია გერმანელი მორის მულტჰაუპისა და ხორვატი ფრან ბროდიჩის ანგარიშზე. ქართველებმა, გრიგოლ ჩაბრაძემ და აკაკი შულაიამ თითო საგოლე გადაცემა შეასრულეს;
* მეტოქის კარის ჩარჩოში ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ, ზარანდიამ დაარტყა და 3-ჯერ გაიტანა;
* საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან არავინ გაუძევებიათ; სხვებზე მეტი, ორი ყვითელი ბარათი კი ზურაბ გელაშვილმა მიიღო, რაც ელიტრაუნდის პირველი მატჩის გამოტოვებად დაუჯდება;
* ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ, 6-ჯერ, თამაშის წესები დაარღვიეს აკაკი შულაიამ, ზურაბ მალანიამ და გიორგი თევზაძემ;
* ჩვენი ნაკრებიდან შულაიას მეტოქეები ყველაზე მეტჯერ , 8-ჯერ ეუხეშნენ;
* ყველაზე მეტი, 23 გოლი გერმანიის ნაკრებმა გაიტანა, ყველაზე მეტი, 15 კი ლიხტენშტაინმა მიიღო;
* მეტოქის კარის ჩარჩოში გერმანელებმა ყველაზე მეტჯერ, 41-ჯერ დაარტყეს, ქართველებმა - 20-ჯერ;
* გერმანელები კუთხურებშიც ლიდერობენ. მათ ეს სტანდარტული სიტუაცია 29-ჯერ შეასრულეს, ქართველებმა - 19-ჯერ;
* ყველაზე უხეში გუნდი 57 ჯარიმით კვიპროსია, საქართველოს ნაკრები 41-ჯერ დაჯარიმდა;
* ყველაზე მეტჯერ, 53-53-ჯერ ეუხეშნენ მაკედონიელებსა და იტალიელებს, ქართველთა წინააღმდეგ თამაშის წესები 38-ჯერ დაირღვა;
* ყველაზე მეტი, 12 გაფრთხილება კვიპროსელებმა მიიღეს, ქართველებმა - 7.

Sportall.Ge

* * *
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მომავალი წლის მაისში სლოვაკეთში გაიმართება, ელიტრაუნდი კი გაზაფხულზეა.

უკვე ცნობილია ელიტრაუნდში გასული ყველა გუნდი, გარდა ერთისა, თუმცა ბოლო საგზურს, დიდი ალბათობით, თბილისურ ჯგუფში მესამე ადგილზე გასული შოტლანდია მიიღებს. ასე რომ, სიაში მასაც შევიყვანთ.

აღსანიშნავია, რომ ელიტრაუნდში ესპანეთმაც საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით გააღწია.

მაშ ასე, ელიტრაუნდში ითამაშებენ:
სერბეთი, ბელორუსი, გერმანია, ფინეთი, ჰოლანდია, ბელგია, პოლონეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ინგლისი, ჩრდილოეთ ირლანდია, უნგრეთი, იტალია, ნორვეგია, პორტუგალია, ირლანდია, შვედეთი, ჩეხეთი, რუსეთი, ხორვატია, ისრაელი, უკრაინა, საქართველო, შოტლანდია.

ელიტრაუნდის წილისყრა 5 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი კალათების შემადგენლობაც დამტკიცდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

17-წლამდელთა წარმატება - პატარების მაგალითი დიდი ნაკრებისთვის
საქართველო-შოტლანდია 3:0 - პირველი ნაბიჯი ევროპისკენ [VIDEO]
საქართველო-ლუქსემბურგი 3:1 - როგორ უნდა მოვუგოთ ამ თამაშით შოტლანდიას? [VIDEO]
საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული