17-წლამდელთა ფინალური ეტაპი მომავალი წლის მაისში სლოვაკეთში გაიმართება, ელიტრაუნდი კი გაზაფხულზეა.
17-წლამდელთა ელიტრაუნდში გასული ყველა გუნდი, გარდა ერთისა, უკვე ცნობილი იყო. ბოლო ვაკანტური ადგილის ბედი კი ესტონეთისა და უელსის მატჩს უნდა გადაეწყვიტა.
ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დიდთოვლობის გამო შეწყდა. იმ დროისთვის უელსელები 1:0-ს იგებდნენ, თუმცა გადათამაშებულ ტაიმნახევარში ესტონელებმა სამი ბურთის გატანა შეძლეს, 3:1 გაიმარჯვეს და ეს სხვაობა მეორე საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსის მისაღებად ეყოთ.
თამაშგარეში კი შოტლანდია დარჩა,
ელიტრაუნდში ითამაშებენ: სერბეთი, ბელორუსი, გერმანია, ფინეთი, ჰოლანდია, ბელგია, პოლონეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, სლოვენია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ინგლისი, ჩრდილოეთ ირლანდია, უნგრეთი, იტალია, ნორვეგია, პორტუგალია, ირლანდია, შვედეთი, ჩეხეთი, რუსეთი, ხორვატია, ისრაელი, უკრაინა, საქართველო, ესტონეთი.
რამდენიმე დღეში ელიტრაუნდის წილისყრის კალათებიც გახდება ცნობილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
17-წლამდელები ელიტრაუნდის წინ: სტატისტიკა და წილისყრის მოლოდინი
17-წლამდელთა წარმატება - პატარების მაგალითი დიდი ნაკრებისთვის
საქართველო-შოტლანდია 3:0 - პირველი ნაბიჯი ევროპისკენ [VIDEO]
საქართველო-ლუქსემბურგი 3:1 - როგორ უნდა მოვუგოთ ამ თამაშით შოტლანდიას? [VIDEO]
საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]