აღნიშნულ რეიტინგს მნიშვნელობა ყველაზე მეტად შესარჩევი ტურნირების წილისყრისას აქვს ხოლმე. როგორც იცით, 5 დეკემბერს გაიმართება როგორც ელიტრაუნდის, ასევე ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა.
ჯერ უცნობია, რომელ კალათაში მოხვდება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის წილისყრაში, ევროპის მომდევნო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში კი პირველ კალათაში ვართ.
ელიტრაუნდში ოთხი, აქ კი სულ ორი კალათაა და თითოეულ ჯგუფში კალათებიდან ორ-ორი
პირველი კალათა: ინგლისი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, დანია, სერბეთი, საქართველო, უნგრეთი, ბელგია, თურქეთი, საბერძნეთი, შვეიცარია, ირლანდია, იტალია, ხორვატია, რუმინეთი, პოლონეთი, ისლანდია, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია, შვედეთი, შოტლანდია, რუსეთი, ბელორუსი.
მეორე კალათა: სლოვაკეთი, ავსტრია, უკრაინა, ლუქსემბურგი, ბოსნია, ფინეთი, ისრაელი, ბულგარეთი, უელსი, ლიტვა, ჩერნოგორია, აზერბაიჯანი, სლოვენია, ყაზახეთი, ალბანეთი, ესტონეთი, სომხეთი, მაკედონია, კვიპროსი, ლატვია, ფარერები, ანდორა, მოლდოვა, სან მარინო, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი.
როგორც ხედავთ, სიაშია გიბრალტარიც, რომელიც უეფაში ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ამ ქვეყნის ნაკრებს უკვე მიენიჭა ოფიციალურ ტურნირებში ასპარეზობის უფლება; გაისად კი, დიდი ალბათობით, გიბრალტარი ოფიციალურად გახდება უეფას წევრი.
რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ რეიტინგს, 17-წლამდელთა საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. გერმანია
2. ინგლისი
3. საფრანგეთი
4. ჰოლანდია
5. ესპანეთი
6. ჩეხეთი
7. პორტუგალია
8. დანია
9. სერბეთი
10. საქართველო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
17-წლამდელები ელიტრაუნდის წინ: სტატისტიკა და წილისყრის მოლოდინი
17-წლამდელთა წარმატება - პატარების მაგალითი დიდი ნაკრებისთვის
საქართველო-შოტლანდია 3:0 - პირველი ნაბიჯი ევროპისკენ [VIDEO]
საქართველო-ლუქსემბურგი 3:1 - როგორ უნდა მოვუგოთ ამ თამაშით შოტლანდიას? [VIDEO]
საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]