19-წლამდელთა შორის მესამე გადამწყვეტია

AutoSharing Option
19-წლამდელთა შორის, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა ჩვენმა ჭ ბუკებმა კარგად დაიწყეს. ვლადიმერ გუცაევის გუნდი სასტარტო ტურში ბერძნების ძლევის (1:0) შედეგად ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა, მაგრამ... ჩვენი 19-წლამდელები გუშინ პორტუგალიასთან სამი "მშრალი" გოლით დამარცხდნენ და პოზიციების დათმობაც მოუწიათ.

პორტუგალიელები პირველ თამაშს აზერბაიჯანთან 0:2-ს აგებდნენ და საბოლოოდ 2:2 ფრე გაახერხეს. როგორც ჩანს ჩვენი ჯგუფის მასპინძლებს აზერებთან მატჩი მწარედ დაამახსოვრდათ და მორიგი კავკასიური მეტოქის წინაშე გაცილებით მაღალ დონეზე ითამაშეს. როგორც გავიგეთ, თამაში პორტუგალიელთა უპირატესობთ წარიმართა და ეს საბოლოო ანგარიშშიც აისახა. პირენეელები სწრაფი გოლით
შეეცადნენ დაწინაურებას და ტაიმის ჭუაწელს ანგარიშიც გახსნეს. შესვენებამდე ათი წუთით ადრე კი ორბურთიანი ფორაც შექმნეს. მეტოქემ ესეც არ იკმარა და მეორე ნახევარში სხვაობა სამამდე გაზარდა. ჩვენი გუნდიც არ იყო უქმად, მაგრამ პორტუგალიელები უხეშობასაც არ ერიდებოდნენ, რათა ჩვენი გუნდის შეტევები საჯარიმომდე შეეჩერებინათ. ამ უხეშობათა გამო მასპინძლებმა 4 ყვითელი ბარათი დაიმსახურეს, რაც ერთ გაძევებაში გადაიზარდა. დასკვნით 15 წუთში მეტოქე კაცნაკლული იყო, მაგრამ მაინც მშრალად შეძლეს კარის შენახვა.

ჩვენი ჯგუფის მეორე წყვილში საბერძნეთმა აზერბაიჯანის დამარცხება (1:0) შეძლო და ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში 2 გამარჯვებული და 13 ჯგუფიდან 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის, შესაბამისად, ჯგუფიდან გასვლის შანს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს. ყველაფერს 16 ოქტომბრის დასკვნითი ტური გადაწყვეტს, რომელშიც ჩვენი გუნდი აზერბაიჯანს ეთამაშება, პორტუგალია კი საბერძნეთს ხვდება.


პორტუგალია-საქართველო 3:0
საქართველო: ნადირაძე, კვეკვესკირი, კვირკველია, ბრაჭული (46. ფუტკარაძე), მირცხულავა, კობახიძე, ხუჭუა, აფაქიძე, ძალამიძე, ოქრიაშვილი (78. უგულავა), ჩაფიძე (46. ჩელებაძე).
სათადარიგოები: აზნიაშვილი, ლეგაშვილი, ელიზბარაშვილი
გოლები: 1:0 ელგაუ (23), 2:0 ბეტინიუ (35), 3:0 ბრუმა (61)
გაფრთხილება: ბეტინიუ (29), აგოშტინიუ (44), ფუტკარაძე (57), პინტუ (63), აგოშტინიუ (75)
გაძევება: აგოშტინიუ (75)
არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 2 1 1 0 5-2 3
2. საქართველო 2 1 0 1 1-3 3
3. საბერძნეთი 2 1 0 1 1-1 3
4. აზერბაიჯანი 2 0 1 1 2-3 1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული