ჯანოსთვის პორტუგალია გამოირიცხა

AutoSharing Option

19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენმა ჭაბუკებმა პორტუგალიაში ორი მატჩი ჩაატარეს. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ გუცაევის გუნდმა საბერძნეთი 1:0 დაამარცხა, მასპინძელ პორტუგალიასთან კი 0:3 წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. 19-წლამდელთა თავკაცმა ჯერ კიდევ პირენეებზე გამგზავრებამდე თქვა, რომ დასკვნითი ტური გადამწყვეტი იქნებოდა და სწორედ აზერბაიჯანთან მატჩისთვის ვარაუდობდა გუნდისთვის ჯანო ანანიძისა და გიორგი ჭანტურიას დამატებას. გუცაევმა ისიც თქვა, რომ ტელეფონით პირადად ესაუბრა "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელ ვალერი კარპინს, რომელმაც ანანიძის დათმობაზე თანხმობა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ შეთანხმება დაარღვია და ანანიძეს შეუთვალა

- 13 ოქტომბერს მოსკოვში გელოდებითო.

იყო შანსი, ქართულ მხარეს მოსკოვური კლუბის მესვეურებისთვის კარპინთან შეთანხმება შეეხსენებინა და "სპარტაკს" ჯანო 19-წლამდელებისთვის დაეთმო... თუმცა გუშინ ჩვენს დელეგაციას პორტუგალიაში რომ დავუკავშირდით, აღმოჩნდა, რომ ანანიძე პირენეებზე არ ჩასულა - ლატვიასთან მატჩის შემდეგ ჯანომ რიგიდან მოსკოვს მიაშურა. როგორც გვითხრეს, ანანიძის გამოჩენას სპარტაკელები ოვაციებით შეხვედრიან - დაბადების დღე მიულოცავთ (10 ოქტომბერს ჯანო 18 წლისა გახდა).

ჩვენი ინფორმაციით, კარპინს ლატვია-საქართველოს მატჩის ეპიზოდები უნახავს და ჯანოს თამაში მოსწონებია და აპირებს, უახლოეს ორ მატჩში ათამაშოს. დღეს მოსკოველები რუსული პრემიერლიგის მორიგ ტურში ვლადიკავკაზის "ალანიას" უმასპინძლებენ, სამშაბათს კი (19 ოქტომბერი) ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის "ჩელსის" მიიღებენ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული