გავიგებთ იმასაც, თუ რომელ ქვეყანაში იბრძოლებს გიორგი დევდარიანის გუნდი ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად.
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა კალათების შემადგენლობა გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრები მესამე კალათაშია. სხვათა შორის, აქვეა ესპანეთიც, რომელმაც რეიტინგი წინა ფინალურ ეტაპზე ვერმოხვედრის გამო გაიუარესა. ეს კი ჩვენი გუნდის დამსახურებაა.
მოკლედ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელიტრაუნდში ესპანელებს არ დავუპირისპირდებით, რაც სულაც არ არის ურიგო ამბავი.
გადავხედოთ კალათების შემადგენლობას:
პირველი კალათა: გერმანია, სერბეთი, ჩეხეთი,
მეორე კალათა: უკრაინა, შვეიცარია, შვედეთი, ირლანდია, ჰოლანდია, სლოვენია, ბელგია.
მესამე კალათა: ისრაელი, იტალია, საქართველო, ბულგარეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ფინეთი.
მეოთხე კალათა: რუსეთი, პოლონეთი, ბელორუსი, ავსტრია, ჩრდილოეთ ირლანდია, საფრანგეთი, ესტონეთი.
როგორც ხედავთ, კალათები არცთუ თანაბარი დონის გუნდებითაა დაკომპლექტებული. შესაბამისად, დაახლოებით ერთნაირი შანსი გვაქვს იმისა, რომ მოვხვდეთ როგორც "სიკვდილის", ასევე შედარებით სუსტ ან ზომიერად დაკომპლექტებულ ჯგუფში.
შეგახსენებთ, ელიტრაუნდის შვიდი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. ფინალური რაუნდი მომავალი წლის 5-17 მაისს სლოვაკეთში გაიმართება.
ბუნებრივია, მასპინძლები ფინალურ ეტაპზე ავტომატურად არიან დაშვებულნი.
5 დეკემბერსვე გაიმართება ევროპის 2014 წლის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
17-წლამდელები ელიტრაუნდის წინ: სტატისტიკა და წილისყრის მოლოდინი
17-წლამდელთა წარმატება - პატარების მაგალითი დიდი ნაკრებისთვის
საქართველო-შოტლანდია 3:0 - პირველი ნაბიჯი ევროპისკენ [VIDEO]
საქართველო-ლუქსემბურგი 3:1 - როგორ უნდა მოვუგოთ ამ თამაშით შოტლანდიას? [VIDEO]
საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]