17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორ­ტუ­ნამ დაგ­ვინ­დო, ჯე­რი ჩვენს ჭა­ბუ­კებ­ზეა

AutoSharing Option
5 დეკემბერს უეფას შტაბ­ბი­ნა­ში წი­ლის­ყ­რე­ბის მთე­ლი წყე­ბა გა­ი­მარ­თა. გა­ირ­კ­ვა ევ­რო­პის 17 და 19-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტის რო­გორც ელიტ­რა­უნ­დის, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ჯგუ­ფე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა.

მივ­ყ­ვეთ თან­მიმ­დევ­რო­ბით და უპირ­ვე­ლე­სად, ელიტ­რა­უნდს შე­ვე­ხოთ, შემ­დეგ კი მო­მა­ვალ ციკ­ლ­ზეც ვი­სა­უბ­როთ, სა­დაც ორი­ვე ასაკ­ში მას­პინ­ძე­ლი თბი­ლი­სი იქ­ნე­ბა.

მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტად სერ­ბე­თი მო­ჩანს
რო­ცა 17-წლამ­დელ­თა წი­ლის­ყ­რის წინ კა­ლა­თე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას გა­დავ­ხე­დეთ, და­ვი­ნა­ხეთ, რომ გუნ­დე­ბი არ­ც­თუ თა­ნა­ბარ­ძა­ლოვ­ნად იყ­ვ­ნენ დაჯ­გუ­ფე­ბულ­ნი, რაც ერ­თ­ნა­ი­რად ქმნი­და იმის ალ­ბა­თო­ბას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი მოხ­ვედ­რი­ლი­ყო რო­გორც "სიკ­ვ­დი­ლის", ასე­ვე შე­
და­რე­ბით ზო­მი­ე­რად და­კომ­პ­ლექ­ტე­ბულ ჯგუფ­ში.

გა­დავ­ხე­დოთ ელიტ­რა­უნ­დის შვი­დი­ვე ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბას და დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ წი­ლის­ყ­რა­ში გაგ­ვი­მარ­თ­ლა.

Sportall.Geრა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ თა­ვი ქუდ­ში გვაქვს - ელიტ­რა­უნ­დ­ში შემ­თხ­ვე­ვი­თი გუნ­დე­ბი ვერ ხვდე­ბი­ან და თი­თო­ე­ულ მე­ტო­ქეს­თან დი­დი ბრძო­ლე­ბი გვე­ლის, მაგ­რამ მა­ინც სა­სი­ა­მოვ­ნოა, მე­ტო­ქედ რო­მე­ლი­მე წამ­ყ­ვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა რომ არ გვერ­გო.

თუმ­ცა ისიც სათ­ქ­მე­ლია, რომ ამ ასაკ­ში ფა­ვო­რი­ტის ცნე­ბა ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თია და სი­ურ­პ­რი­ზი ელიტ­რა­უნ­დ­ში გა­სულ­მა ნე­ბის­მი­ერ­მა ნაკ­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზოს.

ერ­თი შე­ხედ­ვით, გი­ორ­გი დევ­და­რი­ა­ნის გუნდს უმ­თავ­რე­სი ბრძო­ლა სერ­ბეთ­თან ელის. სერ­ბებ­მა პირ­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი 9 ქუ­ლი­თა და ნუ­ლი გაშ­ვე­ბუ­ლი ბურ­თით გა­და­ლა­ხეს, თა­ნაც, სა­მი­ვე მატ­ჩი დი­დი ან­გა­რი­შით მო­ი­გეს - სომ­ხე­თი, მოლ­დო­ვა და ბე­ლორუ­სი შე­სა­ბა­მი­სად, 5:0, 4:0 და 7:0 გა­ა­ნად­გუ­რეს.

ელიტ­რა­უნ­დ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი­დან გა­ვიდ­ნენ ირ­ლან­დი­ე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჯერ ავ­ს­ტ­რი­ას 1:1 და­უ­ზავ­დ­ნენ, შემ­დეგ რუ­მი­ნეთს 2:1 სძლი­ეს, ბო­ლოს კი მა­კე­დო­ნია 4:0 გა­ა­ნად­გუ­რეს.

ავ­ს­ტ­რი­ე­ლებ­მა ჩვენს მსგავ­სად პირ­ვე­ლი ეტა­პის ჯგუფ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს, თუმ­ცა არც ისი­ნი და­მარ­ცხე­ბუ­ლან - კვიპ­როს­თან 0:0 ითა­მა­შეს, ფა­რე­რებს 6:0 გა­და­ურ­ბი­ნეს, შვე­ი­ცა­რი­ას კი 1:1-ზე გა­ე­ყარ­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, ელიტ­რა­უნ­დის ყო­ვე­ლი ჯგუ­ფი­დან ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გა­დის. ფი­ნა­ლურ რა­უნდს მო­მა­ვა­ლი წლის 5-17 მა­ისს სლო­ვა­კე­თი უმას­პინ­ძ­ლებს.

I ჯგუ­ფი: ხორ­ვა­ტია, ბელ­გია, ეს­პა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი
II ჯგუ­ფი: სერ­ბე­თი, ირ­ლან­დია, სა­ქარ­თ­ვე­ლო, ავ­ს­ტ­რია
III ჯგუ­ფი: უნ­გ­რე­თი, შვე­დე­თი, ფი­ნე­თი, ბე­ლორუ­სი
IV ჯგუ­ფი: გერ­მა­ნია, უკ­რა­ი­ნა, ბულ­გა­რე­თი, ეს­ტო­ნე­თი
V ჯგუ­ფი: ჩე­ხე­თი, შვე­ი­ცა­რია, ის­რა­ე­ლი, პო­ლო­ნე­თი
VI ჯგუ­ფი: ინ­გ­ლი­სი, სლო­ვე­ნია, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­სე­თი
VII ჯგუ­ფი: ნორ­ვე­გია, ჰო­ლან­დია, იტა­ლია, ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დია

ბრი­ტა­ნელ­თა გა­რე­მოც­ვა­ში
სა­ქარ­თ­ვე­ლოს 17-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი წი­ლის­ყ­რი­სას მე­სა­მე კა­ლა­თა­ში იყო, 19-წლამ­დე­ლე­ბი კი - მე­ოთხე­ში. ამის ფონ­ზე წი­ლის­ყ­რის შე­დე­გე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არც ამ ასაკ­ში უნ­და ვი­ყოთ.

მარ­თა­ლია, ინ­გ­ლის­თან ერთ ჯგუფ­ში მოხ­ვედ­რა არ­ც­თუ სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ ძლი­ე­რი გუნ­დე­ბი სხვა ჯგუ­ფებ­შიც მრავ­ლად არი­ან. სხვა რომ არა­ფე­რი, მე-5 ჯგუფს ბეწ­ვ­ზე ავ­ც­დით, სა­დაც ერ­თ­დ­რო­უ­ლად ჰო­ლან­დი­ე­ლებ­თან და გერ­მა­ნე­ლებ­თან მოგ­ვი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა.

გა­დავ­ხე­დოთ კა­ხა კა­ჭა­რა­ვას გუნ­დის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა გზას ელიტ­რა­უნ­დის­კენ:

შოტ­ლან­დი­ამ სა­მი­ვე მატ­ჩი მო­ი­გო - სომ­ხე­თი 4:0 გა­ა­ნად­გუ­რა, რუ­მი­ნეთ­სა და შვე­ი­ცა­რი­ას კი შე­სა­ბა­მი­სად, 1:0 და 4:3 სძლია.

7 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა ინ­გ­ლის­მა - ეს­ტო­ნე­თი და ფა­რე­რე­ბი შე­სა­ბა­მი­სად, 3:0 და 6:0 გა­ა­ნად­გუ­რა, უკ­რა­ი­ნას­თან კი ფრედ, 1:1 ითა­მა­შა.

Sportall.Geშე­გახ­სე­ნებთ, ქარ­თ­ველ­თა და ინ­გ­ლი­სელ­თა ეს თა­ო­ბა ერ­თხელ უკ­ვე შეხ­ვ­და ერ­თ­მა­ნეთს - ორი წლის წინ თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის მატ­ჩი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ინ­გ­ლი­სის 17-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბებს შო­რის ფრედ, 1:1 დას­რულ­და და ელიტ­რა­უნ­დ­ში ორი­ვე გუნ­დ­მა გა­აღ­წია.

მა­შინ ჩვენს გუნდს კო­ბა ჟორ­ჟი­კაშ­ვი­ლი წვრთნი­და, ინ­გ­ლი­სელ­თა კა­რი კი ბა­ჩა­ნა არა­ბულ­მა და­ლაშ­ქ­რა, რო­მე­ლიც ახ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის წევ­რია.

ბელ­გი­აც პირ­ვე­ლად­გი­ლო­სა­ნია და პირ­ველ ეტაპ­ზე საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნა - იტა­ლი­ა­სა (2:1) და ბე­ლორუსს (1:0) მო­უ­გო, ალ­ბა­ნეთ­თან კი 1:3 წა­ა­გო.

აქაც 17-წლამ­დელ­თა ანა­ლო­გი­უ­რი ფორ­მა­ტია: ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი წლის 20 ივ­ლი­სი­დან 1 აგ­ვის­ტომ­დე ლიტ­ვა­ში გა­ი­მარ­თე­ბა, მხო­ლოდ ჯგუ­ფე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი ითა­მა­შე­ბენ.

I ჯგუ­ფი: ავ­ს­ტ­რია, საფ­რან­გე­თი, ბოს­ნია, შვე­დე­თი
II ჯგუ­ფი: სერ­ბე­თი, ირ­ლან­დია, სლო­ვა­კე­თი, შვე­ი­ცა­რია
III ჯგუ­ფი: და­ნია, პორ­ტუ­გა­ლია, ჩე­ხე­თი, ბულ­გა­რე­თი
IV ჯგუ­ფი: ეს­პა­ნე­თი, ხორ­ვა­ტია, პო­ლო­ნე­თი, სა­ბერ­ძ­ნე­თი
V ჯგუ­ფი: ჰო­ლან­დია, გერ­მა­ნია, ნორ­ვე­გია, კვიპ­რო­სი
VI ჯგუ­ფი: შოტ­ლან­დია, ინ­გ­ლი­სი, ბელ­გია, სა­ქარ­თ­ვე­ლო
VII ჯგუ­ფი: თურ­ქე­თი, უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი, იტა­ლია

ჩვენ, ჰო­ლან­დია და ორი ჯუ­ჯა
პირ­და­პირ უნ­და ვთქვათ, რომ ევ­რო­პის 2014 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი შე­სარ­ჩე­ვი რა­უნ­დის წი­ლის­ყ­რა­ში გაგ­ვი­მარ­თ­ლა.

მარ­თა­ლია, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი 17-წლამ­დე­ლე­ბის მე­ტო­ქეა ჰო­ლან­დია, სა­მა­გი­ე­როდ, და­ნარ­ჩე­ნი ორი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე ისე­თია, უკე­თესს ვერ ვი­ნატ­რებ­დით.

რა თქმა უნ­და, ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, ელიტ­რა­უნ­დ­ში პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რით გახ­ვალ თუ მე­ო­რე­თი.

ჩვე­ნი ჯგუ­ფის მატ­ჩებს მო­მა­ვა­ლი წლის 17-22 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სი უმას­პინ­ძ­ლებს, ევ­რო­პის 2014 წლის 17-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პი კი მალ­ტა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

I ჯგუ­ფი: ბე­ლაორუ­სი, რუ­მი­ნე­თი, და­ნია, ალ­ბა­ნე­თი
II ჯგუ­ფი: იტა­ლია, შვე­დე­თი, უკ­რა­ი­ნა, ლიტ­ვა
III ჯგუ­ფი: ჩე­ხე­თი, საფ­რან­გე­თი, ის­რა­ე­ლი, ლიხ­ტენ­შ­ტა­ი­ნი
IV ჯგუ­ფი: შოტ­ლან­დია, უნ­გ­რე­თი, სლო­ვე­ნია, უელ­სი
V ჯგუ­ფი: ხორ­ვა­ტია, პორ­ტუ­გა­ლია, ჩერ­ნო­გო­რია, ბოს­ნია
VI ჯგუ­ფი: სა­ბერ­ძ­ნე­თი, სერ­ბე­თი, ეს­ტო­ნე­თი, ან­დო­რა
VII ჯგუ­ფი: ირ­ლან­დია, ინ­გ­ლი­სი, გიბ­რალ­ტა­რი, სომ­ხე­თი
VIII ჯგუ­ფი: ნორ­ვე­გია, ეს­პა­ნე­თი, კვიპ­რო­სი, მოლ­დო­ვა
IX ჯგუ­ფი: ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დია, თურ­ქე­თი, ლატ­ვია, ლუქ­სემ­ბურ­გი
X ჯგუ­ფი: რუ­სე­თი, ის­ლან­დია, სლო­ვა­კე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი
XI ჯგუ­ფი: სა­ქარ­თ­ვე­ლო, ჰო­ლან­დია, სან მა­რი­ნო, ფა­რე­რე­ბი
XII ჯგუ­ფი: და­ნია, შვე­ი­ცა­რია, ყა­ზა­ხე­თი, ავ­ს­ტ­რია
XIII ჯგუ­ფი: ბელ­გია, პო­ლო­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, მა­კე­დო­ნია

რე­ვან­შის შან­სი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს 17-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზაფხულ­ზე ის­ტო­რი­უ­ლი მიღ­წე­ვის შე­მოქ­მე­დი გახ­და - ვა­სილ მა­ი­სუ­რა­ძის გუნ­დ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მი­აღ­წია, სა­დაც მო­მა­ვალ ჩემ­პი­ონ ჰო­ლან­დი­ას­თან და­მარ­ცხ­და.

Sportall.Geფორ­ტუ­ნამ ისე ინე­ბა, რომ ჰო­ლან­დი­ის ნაკ­რებს მო­მა­ვა­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე თბი­ლის­ში მო­უ­წევს ჩა­მოს­ვ­ლა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ძველ მე­ტო­ქე­ზე რე­ვან­შის სა­შუ­ა­ლე­ბა უკ­ვე 19-წლამ­დელ­თა სტა­ტუ­სით მი­ე­ცე­მა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ ჯგუ­ფის მატ­ჩებს 2013 წლის 13-18 ნო­ემ­ბერს უმას­პინ­ძ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს სხვა მე­ტო­ქე­ებს, შე­იძ­ლე­ბო­და, მოლ­დო­ვა­სა და უელ­ს­ზე სუს­ტი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბიც შეგ­ვ­ხ­ვედ­რო­და, მაგ­რამ ვფიქ­რობთ, ამა­ზე წუ­წუ­ნი არ ღირს.

პა­ტი­ვის­ცე­მას ყვე­ლა გუნ­დი იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ მა­ი­სუ­რა­ძის გუნ­დის­თ­ვის, რომ­ლის­გა­ნაც კვლავ ბევრს ვე­ლით, მსგავ­სი ოპო­ნენ­ტე­ბის დაძ­ლე­ვა პრობ­ლე­მას არ უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს.

ევ­რო­პის 2014 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპს უნ­გ­რე­თი უმას­პინ­ძ­ლებს, სა­დაც, სხვა­თა შო­რის, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში 2015 წელს გა­სა­მარ­თი მსოფ­ლი­ოს 20-წლამ­დელ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რე­ბი გა­თა­მაშ­დე­ბა.

I ჯგუ­ფი: ხორ­ვა­ტია, ჩე­ხე­თი, გიბ­რალ­ტა­რი, კვიპ­რო­სი
II ჯგუ­ფი: რუ­მი­ნე­თი, პო­ლო­ნე­თი, სომ­ხე­თი, ლიტ­ვა
III ჯგუ­ფი: ირ­ლან­დია, ბოს­ნია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, შვე­დე­თი
IV ჯგუ­ფი: ბელ­გია, საფ­რან­გე­თი, ჩრდი­ლო­ეთ ირლანდია, ის­ლან­დია
V ჯგუ­ფი: გერ­მა­ნია, შოტ­ლან­დია, ბე­ლორუ­სი, ლატ­ვია
VI ჯგუ­ფი: სა­ბერ­ძ­ნე­თი, სლო­ვა­კე­თი, ალ­ბა­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი
VII ჯგუ­ფი: სერ­ბე­თი, ავ­ს­ტ­რია, ყა­ზა­ხე­თი, ფი­ნე­თი
VIII ჯგუ­ფი: პორ­ტუ­გა­ლია, ნორ­ვე­გია, ლუქ­სემ­ბურ­გი, სან მა­რი­ნო
IX ჯგუ­ფი: შვე­ი­ცა­რია, ინ­გ­ლი­სი, ან­დო­რა, სლო­ვე­ნია
X ჯგუ­ფი: იტა­ლია, და­ნია, ის­რა­ე­ლი, ლიხ­ტენ­შ­ტა­ი­ნი
XI ჯგუ­ფი: ჰო­ლან­დია, სა­ქარ­თ­ვე­ლო, მოლ­დო­ვა, უელ­სი
XII ჯგუ­ფი: თურ­ქე­თი, ჩერ­ნო­გო­რია, მა­კე­დო­ნია, ფა­რე­რე­ბი
XIII ჯგუ­ფი: რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა, მალ­ტა, ეს­ტო­ნე­თი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული