"შეიძლებოდა, ბევრად უფრო რთული ჯგუფი შეგვხვედროდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იოლი გასეირნება გველის. ელიტრაუნდში შემთხვევით ვერავინ ხვდება. ასე რომ, წინ დიდი ბრძოლები გველის", - გვითხრა დევდარიანმა.
დევდარიანი მოხარულია იმით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გუნდის სრულყოფილად მომზადების მიზნით ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმაზე მზადყოფნა გამოთქვა.
რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, სად გაემგზავრება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები წინასაელიტრაუნდო შეკრებაზე და ვისთან
რაც შეეხება მეტოქეებს, დევდარიანი რომელიმე მათგანის გამოყოფისგან თავს იკავებს:
"ჯგუფის ოთხივე ბინადარის მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა. ასე რომ, ფავორიტის დასახელება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
ჩვენი მხრივ, ელიტრაუნდისთვის სათანადოდ მოვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვოს და ჩვენმა 17-წლამდელებმა ზედიზედ მეორედ შეძლონ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა".
მეტოქეებზე საქართველოს ნაკრების თავკაცი ჯერ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა უახლოეს დღეებში სამივე მოწინააღმდეგის შესახებ ელის ვიდეომასალას და მათთან სათამაშო სტრატეგიასაც ამის შემდეგ შეიმუშავებს.
"ირლანდია ბრიტანული სტილის გუნდია, ბრიტანელებთან კი თამაში წარმატებით გამოგვდის ხოლმე. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიას ვძლიეთ, წინა თაობის 17-წლამდელებმა კი ინგლისის ნაკრები დაამარცხეს".
ჩვენი ჯგუფის მატჩებს ავსტრია უმასპინძლებს, რაც დევდარიანის აზრით, ჩვენთვის ხელსაყრელია:
"რაკი ელიტრაუნდის თბილისში ჩატარების უფლება ვერ მივიღეთ, ავსტრიაში თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან ნაკლებად ვისურვებდი სერბების წინააღმდეგ მათივე მოედანზე ბრძოლას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორტუნამ დაგვინდო, ჯერი ჩვენს ჭაბუკებზეა
17-წლამდელთა წარმატება - პატარების მაგალითი დიდი ნაკრებისთვის