გი­ორ­გი დევ­და­რი­ა­ნი: ელიტ­რა­უნ­დის­თ­ვის სა­თა­ნა­დოდ მო­ვემ­ზა­დე­ბით

AutoSharing Option
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის წილისყრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანს ვთხოვეთ, რომელიც წილისყრის შედეგებით უკმაყოფილო არ დარჩენილა.

"შე­იძ­ლე­ბო­და, ბევ­რად უფ­რო რთუ­ლი ჯგუ­ფი შეგ­ვ­ხ­ვედ­რო­და, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ იოლი გა­სე­ირ­ნე­ბა გვე­ლის. ელიტ­რა­უნ­დ­ში შემ­თხ­ვე­ვით ვე­რა­ვინ ხვდე­ბა. ასე რომ, წინ დი­დი ბრძო­ლე­ბი გვე­ლის", - გვითხ­რა დევ­და­რი­ან­მა.

დევ­და­რი­ა­ნი მო­ხა­რუ­ლია იმით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გუნ­დის სრულ­ყო­ფი­ლად მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით ყვე­ლა სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა­ზე მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქ­ვა.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, სად გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს 17-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი წი­ნა­სა­ე­ლიტ­რა­უნ­დო შეკ­რე­ბა­ზე და ვის­თან
გა­მარ­თავს სპა­რინგ-მატ­ჩებს. დღეს კი იმის თქმა შე­იძ­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი გუნ­დი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მე­ტო­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მო­სინ­ჯავს ძა­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ტო­ქე­ებს, დევ­და­რი­ა­ნი რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის გა­მო­ყო­ფის­გან თავს იკა­ვებს:

"ჯგუ­ფის ოთხი­ვე ბი­ნა­და­რის მი­ზა­ნი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე მოხ­ვედ­რაა. ასე რომ, ფა­ვო­რი­ტის და­სა­ხე­ლე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­მაჩ­ნია.

ჩვე­ნი მხრივ, ელიტ­რა­უნ­დის­თ­ვის სა­თა­ნა­დოდ მო­ვემ­ზა­დე­ბით და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ სა­ი­მი­სოდ, რომ ჯგუფ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვოს და ჩვენ­მა 17-წლამ­დე­ლებ­მა ზე­დი­ზედ მე­ო­რედ შეძ­ლონ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გას­ვ­ლა".


მე­ტო­ქე­ებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის თავ­კა­ცი ჯერ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს, თუმ­ცა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში სა­მი­ვე მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის შე­სა­ხებ ელის ვი­დე­ო­მა­სა­ლას და მათ­თან სა­თა­მა­შო სტრა­ტე­გი­ა­საც ამის შემ­დეგ შე­ი­მუ­შა­ვებს.

"ირ­ლან­დია ბრი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის გუნ­დია, ბრი­ტა­ნე­ლებ­თან კი თა­მა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მოგ­ვ­დის ხოლ­მე. პირ­ველ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე შოტ­ლან­დი­ას ვძლი­ეთ, წი­ნა თა­ო­ბის 17-წლამ­დე­ლებ­მა კი ინ­გ­ლი­სის ნაკ­რე­ბი და­ა­მარ­ცხეს".

ჩვე­ნი ჯგუ­ფის მატ­ჩებს ავ­ს­ტ­რია უმას­პინ­ძ­ლებს, რაც დევ­და­რი­ა­ნის აზ­რით, ჩვენ­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლია:

"რა­კი ელიტ­რა­უნ­დის თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ვერ მი­ვი­ღეთ, ავ­ს­ტ­რი­ა­ში თა­მა­შით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ, რად­გან ნაკ­ლე­ბად ვი­სურ­ვებ­დი სერ­ბე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მა­თი­ვე მო­ე­დან­ზე ბრძო­ლას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორ­ტუ­ნამ დაგ­ვინ­დო, ჯე­რი ჩვენს ჭა­ბუ­კებ­ზეა
17-წლამდელთა წარმატება - პატარების მაგალითი დიდი ნაკრებისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული