ბა­ჩო არა­ბუ­ლი: უმ­ძი­მეს ჯგუფ­ში მოვ­ხ­ვ­დით, მაგრამ შანსი ყოველთვის არის

AutoSharing Option
2014 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ელიტრა­უნ­დის მე-6 ჯგუფ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი ინ­გ­ლისს, შოტ­ლან­დი­ა­სა და ბელ­გი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

ორი აზ­რი არ არის, უმ­ძი­მე­სი ჯგუ­ფია, სა­ი­და­ნაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გას­ვ­ლა ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი ჩანს. იმა­ვეს ფიქ­რობს კა­ხა კა­ჭა­რა­ვას გუნ­დის ლი­დე­რი, ბა­ჩო არა­ბუ­ლი. მაგ­რამ 17 წლის თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

"ინ­გ­ლი­სი, შოტ­ლან­დია და ბელ­გია ძლი­ე­რი მე­ტო­ქე­ე­ბი არი­ან და ასე­თი ჯგუ­ფი­დან გას­ვ­ლა­ზე ფიქ­რიც ძნე­ლია.

ინ­გ­ლი­სის ეს თა­ო­ბა 17-წლამ­დელ­თა შე­სარ­ჩევ­შიც ჩვე­ნი მე­ტო­ქე იყო
და დღე­საც კარ­გად მახ­სოვს, რა ძა­ლის გუნ­დი იყო. მას შემ­დეგ ორი წე­ლი გა­ვი­და და ალ­ბათ, უფ­რო გაძ­ლი­ერ­დ­ნენ.

ინ­გ­ლი­სელ­თა რამ­დე­ნი­მე ლი­დე­რი პრე­მი­ერ­ლი­გა­ში თა­მა­შობს. მა­გა­ლი­თად, სტერ­ლინ­გი "ლი­ვერ­პულ­შია", ნიკ პა­უ­ე­ლი - "მან­ჩეს­ტერ­ში", სხვე­ბის კა­რი­ე­რაც კარ­გად წა­რი­მარ­თა.

ტურ­ნი­რი ბელ­გი­ა­ში რომ ტარ­დე­ბა, ეს უკ­ვე მას­პინ­ძ­ლებს უპი­რა­ტე­სო­ბას აძ­ლევს.

შოტ­ლან­დი­ა­ზე არა­ფე­რი ვი­ცი, რა დო­ნის გუნ­დია, რა მო­თა­მა­შე­ბი ჰყავთ. მის დო­ნე­ზე ელიტრა­უნ­დ­ში მოხ­ვედ­რა კარ­გად მეტყ­ვე­ლებს. მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ ჯგუ­ფის ფა­ვო­რი­ტე­ბი ბრი­ტა­ნე­ლე­ბი და ბელ­გია იქ­ნე­ბი­ან.

იმე­დი მქონ­და და კარ­გიც იქ­ნე­ბო­და, ჯგუ­ფის მატ­ჩე­ბი თბი­ლის­ში რომ გა­მარ­თუ­­ლი­ყო, ასე ჩვე­ნი შან­სე­ბი გა­იზ­რ­დე­ბო­და. მაგ­რამ რას ვი­ზამთ. რაც არის, არის, უნ­და ვიბ­რ­ძო­ლოთ.

ვა­სილ მა­ი­სუ­რა­ძის 17-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს ბევ­რად უარე­სი მე­ტო­ქე­ე­ბი ჰყავ­და, მაგ­რამ ეს­პა­ნე­თის, ინ­გ­ლი­სი­სა და უკ­რა­ი­ნის ჯგუ­ფი­დან ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში გა­ვი­და.

ასე რომ, შან­სი ყო­ველ­თ­ვის არის, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე მძი­მე ჯგუფ­ში და ის უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ",
- ამ­ბობს არა­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტურ­ნირს ბელ­გია 2013 წლის გა­ზაფხულ­ზე უმას­პინ­ძ­ლებს - თა­მა­შე­ბი 24, 26 და 29 მა­ისს ჩა­ტარ­დე­ბა. თუმ­ცა, ჯერ მატ­ჩე­ბის კა­ლენ­და­რი არ დად­გე­ნი­ლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ
კა­ხა კა­ჭა­რა­ვა: ...პირიქით, ელიტრაუნდის უმძიმეს ჯგუფში მოხვედრა მახარებს
17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორ­ტუ­ნამ დაგ­ვინ­დო, ჯე­რი ჩვენს ჭა­ბუ­კებ­ზეა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული