ორი აზრი არ არის, უმძიმესი ჯგუფია, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ძნელი წარმოსადგენი ჩანს. იმავეს ფიქრობს კახა კაჭარავას გუნდის ლიდერი, ბაჩო არაბული. მაგრამ 17 წლის თავდამსხმელი მიიჩნევს, რომ შეუძლებელი არაფერია.
"ინგლისი, შოტლანდია და ბელგია ძლიერი მეტოქეები არიან და ასეთი ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრიც ძნელია.
ინგლისის ეს თაობა 17-წლამდელთა შესარჩევშიც ჩვენი მეტოქე იყო
ინგლისელთა რამდენიმე ლიდერი პრემიერლიგაში თამაშობს. მაგალითად, სტერლინგი "ლივერპულშია", ნიკ პაუელი - "მანჩესტერში", სხვების კარიერაც კარგად წარიმართა.
ტურნირი ბელგიაში რომ ტარდება, ეს უკვე მასპინძლებს უპირატესობას აძლევს.
შოტლანდიაზე არაფერი ვიცი, რა დონის გუნდია, რა მოთამაშები ჰყავთ. მის დონეზე ელიტრაუნდში მოხვედრა კარგად მეტყველებს. მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯგუფის ფავორიტები ბრიტანელები და ბელგია იქნებიან.
იმედი მქონდა და კარგიც იქნებოდა, ჯგუფის მატჩები თბილისში რომ გამართულიყო, ასე ჩვენი შანსები გაიზრდებოდა. მაგრამ რას ვიზამთ. რაც არის, არის, უნდა ვიბრძოლოთ.
ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებს ბევრად უარესი მეტოქეები ჰყავდა, მაგრამ ესპანეთის, ინგლისისა და უკრაინის ჯგუფიდან ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ასე რომ, შანსი ყოველთვის არის, თუნდაც ყველაზე მძიმე ჯგუფში და ის უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს არაბული.
შეგახსენებთ, რომ ტურნირს ბელგია 2013 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს - თამაშები 24, 26 და 29 მაისს ჩატარდება. თუმცა, ჯერ მატჩების კალენდარი არ დადგენილა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ
კახა კაჭარავა: ...პირიქით, ელიტრაუნდის უმძიმეს ჯგუფში მოხვედრა მახარებს
17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორტუნამ დაგვინდო, ჯერი ჩვენს ჭაბუკებზეა