ამ შეკრებით ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ელიტრაუნდისთვის ხანგრძლივი მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო.
17-წლამდელები ზუგდიდში 29 დეკემბრამდე დარჩებიან და ინტენსიურ წვრთნას გაივლიან. ამ ჯერზე დევდარიანმა 24 ფეხბურთელი იახლა, რომელთაგან რამდენიმე მოთამაშე პირველადაა ნაკრებში გამოძახებული.
მეკარეები: ოთო გოშაძე, რომან ტურავა
მცველები: აკაკი შულაია, ნიკა ველიაშვილი, ზურა გელაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე, ომარ პატარკაციშვილი, ილია ბეროშვილი, საბა ფიფია
ნახევარმცველები: გიორგი თევზაძე, ზურა მალანია, გიორგი ხარაიშვილი, ცოტნე მესხი, თენგიზ გოროზია, გიორგი ხორხელი,
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია, ილია კერძევაძე, გრიგოლ ჩაბრაძე
ნაახალწლევს გუნდი უკვე თბილისში შეიკრიბება და მინსკის საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებლად მოემზადება, რომელიც იანვრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
ეს ის ტურნირია, სადაც გასულ წელს ვასილ მაისურაძის 1995-წლიანებმაც მიიღეს მონაწილეობა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
gff.ge