პატარა "ჯვაროსნები" სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდნენ და 20 იანვრამდე მინსკის ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირისთვის ინტენსიურად მოემზადებიან.
17-წლამდელებმა ზამთრის პირველი შეკრება დეკემბრის ბოლოს ზუგდიდში გაიარეს, სადაც გუნდის ძირითად ბირთვთან ერთად, რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც გაისინჯა. ამჯერად კი ნაკრების თავკაცმა გიორგი დევდარიანმა თბილისურ შეკრებაზე 23 ფეხბურთელს უხმო:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე "საბურთალო")
მცველები: აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი), ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ველიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ყველა - "საბურთალო"), თორნიკე კირკიტაძე,
ნახევარმცველები: ზურაბ მალანია ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ილია ბეროშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა - "საბურთალო"), თენგიზ გოროზია ("დინამო", თბილისი), გიორგი ბერიძე ("ჩიხურა", საჩხერე), გიორგი ბუნტური ("ვიტ ჯორჯია", თბილისი)
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("ჩიხურა", საჩხერე), დემურ კანდელაკი ("ტორპედო", ქუთაისი), გრიგოლ ჩაბრაძე ("საბურთალო"), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია), ალექსანდრე შერაზადაშვილი ("ალკორკონი", ესპანეთი)
რაც შეეხება მინსკის საერთაშორისო ტურნირს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები უკვე მეორე წელია, მონაწილეობს.
შარშან ტურნირის ვერცხლის მედლები დაისაკუთრა ვასილ მაისურაძის 1995 წელს დაბადებულთა ნაკრებმა.
წელსაც ტურნირში, ტრადიციულად, რვა გუნდი მონაწილეობს. წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელორუსის, ბელგიისა და ლიტვის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
B ჯგუფში ასპარეზობენ რუსეთის, მოლდოვას, უკრაინისა და ლატვიის 17-წლამდელთა ნაკრები გუნდები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველი 17-წლამდელები მინსკში 20 იანვარს, გამთენიისას გაემგზავრებიან. ტურნირის კალენდარი კი ასე გამოიყურება:
21 იანვარი
A ჯგუფი
საქართველო - ბელგია
ბელორუსი - ლიტვა
B ჯგუფი
მოლდოვა - უკრაინა
რუსეთი - ლატვია
22 იანვარი
A ჯგუფი
ლიტვა - ბელგია
ბელორუსი - საქართველო
B ჯგუფი
ლატვია - უკრაინა
რუსეთი - მოლდოვა
24 იანვარი
A ჯგუფი
საქართველო - ლიტვა
ბელგია - ბელორუსი
B ჯგუფი
მოლდოვა - ლატვია
უკრაინა - რუსეთი
26 იანვარს კი უკვე ტურნირის დასკვნითი მატჩები გაიმართება. ჯგუფების პირველადგილოსნები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, მეორეადგილოსნები - მესამე ადგილისთვის მატჩში და ა.შ.
gff.ge