17 და 19-წლამდელთა ნაკრებები ელიტრაუნდებს მასპინძლებთან მატჩებით დაამთავრებენ

AutoSharing Option

ცნობილი გახდა ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების ელიტრაუნდების კალენდარი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ჩვენი გუნდები ტურნირს მასპინძლებთან მატჩით დაამთავრებენ.

კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ჯერ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები იბრძოლებს.

25 მარტს გიორგი დევდარიანის გუნდი სერბეთს შეხვდება, 27 მარტს ირლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო ელიტრაუნდს 30 მარტს ჯგუფის მასპინძელ ავსტრიასთან მატჩით დაასრულებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარ მწვრთნელადაც რამდენიმე დღის წინ გია ცეცაძე დაინიშნა, ელიტრაუნდს 24 მაისს დაიწყებს.

ამ დღეს ჩვენი გუნდი ინგლისს შეხვდება, 26 მაისს საქართველოს ნაკრების მეტოქე შოტლანდია იქნება, 29 მაისს
კი - მასპინძელი ბელგია.

შეგახსენებთ, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები გადიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული