- საუბარი პოლონელებთან მატჩით დავიწყოთ. თქვენი გუნდის თამაშითა და შეხვედრის შედეგით კმაყოფილი არ უნდა იყოთ...
- დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩემი გუნდის ცნობა მეც გამიჭირდა. ცუდად ვითამაშეთ, ფეხბურთელები მოედანზე მძიმედ
- რატომ ვერ ითამაშა თქვენმა გუნდმა სათანადოდ. ამას რით ახსნით. ინგლისელებთან თამაშის შემდეგ, თქვენმა ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს?
- შესაძლოა, მოთამაშეებს ძალების აღსადგენად დრო არ ეყოთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პოლონელებმა თამაში არ გახსნეს და მატჩის ბოლოს შეეცადნენ გადამწყვეტი გოლის გატანას. ჩვენ სწრაფი გოლით გვინდოდა დაწინაურება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და ჩემს გუნდზე ალბათ ფსიქოლოგიურად ამანაც იმოქმედა. ამას იციც დაემატა, რომ სასტარტო მატჩში ჩვენი ერთი ფეხბურთელი დაშავდა, რომელიც პოლონეთთან ვერ გამოვიყენეთ.
- ვის გულისხმობთ?
- დინო ისლამოვიჩს. ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალაა. დრტყმაც კარგი აქვს და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მწვავედ თამაშობს.
- ისლამოვიჩი დასკვნით მატჩშიც არ გეყოლებათ?
- დინომ ინგლისელებთან თამაში კი ჩაამთავრა, მაგრამ მხარი იტკინა. ტრავმის გამწვავებას მოვერიდეთ და პოლონეთთან ამიტომ არ ვათამაშეთ. ვიმედოვნებ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობას შეძლებს.
- ე. ი. მასპინძლებისთვის კოზირი შემოინახეთ. მით უმეტეს, ჯგუფში ერთადერთი გუნი ხართ, რომელსაც ორ შეხვედრაში გოლი ჯერ არ გაუტანია...
- ვნახოთ შეძლებს თუ არა დინო საქართველოსთან თამაშს და რამდენად გამოგვადგება ეს კოზირი
- თქვენს გუნდს დავაკვირდი და შეცვლები არ გიყვართ. ლიმიტირებული სამი შეცვლა არცერთ თამაშში გამოგიყენებიათ. ინგლისთან ერთი ფეხბურთელი შეუყვანეთ მოედანზე, პოლონეთთან კი ორი...
- მოდით ასე გიპასუხებთ. შეცვლას მაშინ მივმართავ, როცა ამას საჭიროთ მივიჩნევ.
- თქვენი გუნდიდან რომელ სათამაშ რგოლს გამოარჩევდით?
- რომელიმე სათამაშო ხაზის გამოყოფა გამიჭირდება. რადგან ვფიქრობ, რომ თანაბრად ბალანსირებული გუნდი გვყავს.
- მეტოქე საქართველოზე რა წარმოდგენის ხართ?
- ჩვენ ვნახეთ თქვენი გუნდი და პოლონეთის მატჩის ჩანაწერი. მეორე ტურში პოლონელები გვყავდნენ მეტოქედ და უმთავრესად ამ გუნდს ვაკვირდებოდით. თუმცა ქართველების კარგი თამაში აშკარად თვალშისაცემი იყო. მასპინძელთა გუნდის შედეგებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს - ჩვენ პოლონეთის დამარხება ვერ შევძელით, თქვენნ კი ამ გუნდთან 3 ქულა აიღეთ. ინგლისმა სამი მშრალი ბურთით მოგვიგო, თქვენი ნაკრები კი ფრედ ეთამაშა...
- ე. ი. მიიჩნევთ, რომ საქრთველოს ნაკრები შვედეთზე ძლიერი გუნდია?
- შედეგების მიხედვით ასე ჩანს. თუმცა მოედანზე სუსტი და ძლიერი არ არსებობს. მით უმეტეს დასკვნით ტურში. ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და შაბათის მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტია.
- საქართველოსთან მხოლოდ მოგება გაწყობთ. ეს რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ?
- საქართველო ჯგუფის მასპინძელია და მეტოქე კარგად იყენებს "საშინაო კედლების ფაქტორს". ასე რომ, შაბათს მოგება ჩვენთვის ძალიან ძნელი იქნება. მით უმეტეს, როგორც მითხრეს, საქართველოში მხურვალე ქომაგობა იციან და თქვენ გუნდს მხარდაჭერა არ მოაკლდება. თუმცა ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ და საამისოდ ყველა ჩვენი კოზირი უნდა გამოვიყენოთ.
- შანსებს როგორ გაანაწილებდით?
- მასპინძლებს ყოველთვის მეტი შანსი აქვთ, მაგრამ მეტოქეს უკვე 4 ქულა აქვს და ფრეც ხელს აძლევს. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, მხოლოდ მოგება გვესაჭიროება. მოტივაცია ჩემს ბიჭებს მეტი უნდა ჰქონდეთ და გაცილებით მეტად უნდა მოინდომონ, ვიდრე პოლონეთთან. ჩემი გუნდის რეალური ძალა, თამაში კარგად ვიცი და საქართველოში ეს ჯერ არ მინახავს. იმედი მაქვს შაბათს ყველა ერთად ვნახავთ.
- იმედოვნებთ რომ შაბათს სხვა შვედეთს ვიხილავთ?
- სწორედ ამისი იმედი მაქვს.
დავით ცაბაძე