ლუკა ზარანდია მინსკის ტურნირის საუკეთესო ფორვარდად დაასახელეს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი - ლუკა ზარანდია მინსკის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო ფორვარდად დაასახელეს.

ტურნირის ორგანიზატორების ამ გადაწყვეტილების შესახებ, ფინალური მატჩის შემდეგ, გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე შევიტყვეთ. ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს კუთვნილი პრიზი გიორგი კონდრატიევმა გადასცა.

ტურნირის გამარჯვებული კი, ბელგიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთის გუნდს სძლია. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი, ბელგიელები უფრო ზუსტები აღმოჩნდნენ და მათმა გოლკიპერმაც იყოჩაღა. მესამე ადგილისთვის მატჩში, უკრაინამ მასპინძელი ბელარუსები 2:0 დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო მეკარე, რუსი ანტონ მიტრიუშკინი გახდა. საუკეთესო მცველი
- ალექსანდრ პავლოვეცი (ბელარუსი). საუკეთესო ნახევარმცველი - ვიქტორ კოვალენკო (უკრაინა). საუკეთესო ფორვარდი - ლუკა ზარანდია (საქართველო). ტურნირის ბომბარდირად და საუკეთესო ფეხბურთელად კი, ბელგიელი ზაკარია ბაკალი დასახელდა.

მინსკის ტურნირზე, ლუკა ზარანდიამ ორი გოლი გაიტანა - ერთი ბელარუსების, მეორე კი - მოლდოველების კარში.

სულ, ჩვენმა გუნდმა 8 გოლის გატანა შეძლო. ორ-ორი გაიტანეს ილია კერძევაძემ, გრიგოლ ჩაბრაძემ და ლუკა ზარანდიამ. თითო გოლით კი, ნაკრებს გიორგი თევზაძე და რომან ჭანტურია დაეხმარნენ.

"ძალიან მოულოდნელი პრიზი იყო. ჩემი გვარი რომ გამოაცხადეს, გაოცება სახეზე მეწერა... საპრიზო ადგილზე რომ ვერ გავედით, გვეგონა, ჩვენსკენ არავინ გამოიხედავდა.

დიდი მადლობა ყველას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ტურნირი იყო, ბიჭები ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, რომ შედეგი ვერ ვაჩვენეთ.

ამ ტურნირმა ბევრი რამ გვასწავლა და ჩვენი ბევრი შეცდომაც დაგვანახა. მთავარია, მარტისთვის ვიყოთ სათანადოდ მზად, რომ ავსტრიაში კარგი შედეგი ვაჩვენოთ და ჯგუფიდან გავიდეთ, მთავარი ესაა"
- განაცხადა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში ლუკა ზარანდიამ.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ამავე ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირი დავით ჯიქია გახდა.

საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი კი, გიორგი პაპუნაშვილს ერგო. ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და ინდივიდუალური ჯილდო კვლავ გვერგო.

gff.ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწარე მარცხი მინსკში
ქართველმა 17-წლამდელებმა მასპინძელ ბელორუსებს შანსი არ დაუტოვეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი მარცხით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ლუკას!!!
თქვენ ასაკში ყველაფერი უნდა მოიგოთ, რა შუაშია სხვა ტურნირისთვის მომზადება. გამარჯვებულის ხასიათი გჭირდებათ ყველას.
ramo
12:47 27-01-2013
0

სიახლეები პოპულარული