31 იანვარს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა

AutoSharing Option
31 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ ნიონში, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. ფინალური ეტაპი 2015 წელს ჩეხეთში ჩატარდება.

ნიონში გაემგზავრნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე.

შესარჩევ ეტაპზე 10 ჯგუფი იქნება - ორი ექვსგუნდიანი და რვა ხუთგუნდიანი. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მეოთხე კალათაშია განთესილი ბოსნიასთან, პოლონეთთან, ისლანდიასთან, ირლანდიასთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, კვიპროსთან, მაკედონიასთან და ლატვიასთან ერთად.

შესარჩევი ეტაპი 2013-14 წლებში გაიმართება.

ამ ციკლში 1992 წელს დაბადებულები და მათზე უმცროსები ითამაშებენ. ალბათ, გახსოვთ, როცა
ჩივაძემ წინა შესარჩევში ჩაიბარა გუნდი, აქცენტი სწორედ ამ ასაკის ფეხბურთელებზე გააკეთა, რადგან ჩვენს 21-წლამდელებს ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი უკვე გადაწურული ჰქონდათ.

საქართველოსთან ერთად ჯგუფში ვერ მოხვდება რუსეთის 21-წლამდელთა ნაკრები - ეს ადრევე განისაზღვრა უეფას აღმასკომის მიერ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული