საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ჰოლანდია, შოტლანდია, სლოვაკეთი და ლუქსემბურგი იქნებიან.
შესარჩევ ეტაპზე 10 ჯგუფი იქნება - ორი ექვსგუნდიანი და რვა ხუთგუნდიანი.
შესარჩევი ეტაპი 2013-14 წლებში გაიმართება.
ამ ციკლში 1992 წელს დაბადებულები და მათზე უმცროსები ითამაშებენ.