საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების უგოლო სპარინგი ყაზახებთან

AutoSharing Option
31 იანვარს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები "მიხეილ მესხზე" ყაზახეთს ამხანაგურად შეხვდა და აშკარა უპირატესობის მიუხედავად, მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ შეძლო.

ცნობისთვის, ყაზახეთის 16-წლამდელთა ნაკრები საქართველოში 21 იანვარს ჩამოვიდა და შეკრებას ზუგდიდში, "ბაიას" საწვრთნელ ბაზაზე გადის.

აღნიშნული შეკრება საქართველოსა და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ეწყობა.

სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას, ამხანაგურ მატჩებს, გაცვლით პროგრამებს, საწვრთნელ შეკრებებსა და სხვა საფეხბურთო ღონისძიებებს. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ქართული ნაკრებების ყაზახეთში ვიზიტებია მოსალოდნელი.

2 თებერვალს, 14 საათზე, "მიხეილ მესხზე" ყაზახი 16-წლამდელები გოჩა
ტყებუჩავას
მიერ გაწვრთნილ ქართველ 15-წლამდელებს გაეჯიბრებიან, 4 თებერვალს კი სამშობლოში დაბრუნდებიან.

ამხანაგური მატჩი
31.01. თბილისი. მ. მესხი
საქართველო-ყაზახეთი 0:0
საქართველო: კილუა, თვარაძე, კევლიშვილი, კაკიაშვილი, ნადარაია, კაციტაძე, ქორიძე, ბიძინაშვილი, გოშთელიანი, მიქელთაძე, ლაშხია.
შეცვლაზე შევიდნენ: ბენდიანიშვილი, აბელაშვილი, გუჩუა, ნ. ბაშალეიშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ჟვანია, კუხალეიშვილი, ნემსაძე, ძარია, გვარაძე, კაპანაძე.
მწვრთნელი: ნ. აკობია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული