გია ცეცაძე 1 თებერვალს 19-წლამდელებს პირველად შეკრებს

AutoSharing Option
1 თებერვალს 19-წლამდელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი - გია ცეცაძე გუნდს შეკრებს.

ეს მისი პირველი საწვრთნელი შეკრება იქნება. გუნდი სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდება და ორჯერად ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართავს.

პირველ საწვრთნელ შეკრებაზე გია ცეცაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა:

გაბრიელ თებიძე, ზურაბ თევზაძე (ორივე "ჩიხურა", საჩხერე), ალექსანდრე ადამია, გიორგი ერისთავი (ორივე "გაგრა"), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო, ქუთაისი"), ოთარ კაკაბაძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, გია ნიკვაშვილი, ალექსანდრე კვარაცხელია (ყველა "დინამო", თბილისი), ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა, ცოტნე მონიავა (ყველა "მერანი", მარტვილი), სანდრო
წულუკიანი, სულხან კახიძე, გია ჩადუნელი (ყველა "კოლხეთი", ფოთი), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია", თბილისი), ნიკოლოზ კვაჭანტირაძე (უკლუბოდ), რეზო ქიტიაშვილი, შალვა ექვთიმიშვილი (ორივე "მეტალურგი", რუსთავი), რომან ტაკიძე ("დინამო", ბათუმი), შოთა ბიწკინაშვილი (უკლუბოდ), ნიკოლოზ ქარელი ("დილა", გორი).

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები
saqartvelo
18:33 01-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული