ქართველმა 15-წლამდელებმა ასაკით უფროს ყაზახებს სძლიეს

AutoSharing Option
ყაზახეთის 16-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, ყაზახებმა პირველი შეხვედრა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებთან გამართეს და ფრედ, 0:0 ითამაშეს, რის შემდეგაც სტუმრები გოჩა ტყებუჩავას მიერ გაწვრთნილ ქართველ 15-წლამდელებს შეხვდნენ.

ეს მატჩი, რომელიც წინას მსგავსად, "მიხეილ მესხზე" გაიმართა, ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა გიორგი არაბიძის დუბლით მოიგო.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ამ ქვეყნების ასაკობრივი ნაკრებების ერთმანეთთან სტუმრობასა და საწვრთნელი შეკრებების გამართვას ითვალისწინებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების უგოლო სპარინგი ყაზახებთან
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაბიდზე ცალიან მაგარი ბავსჰვია არ მესმის არაბიდზე გერმანიის გუნდსჰი ჰოფენჰაიმსჰი იკო სჰემდეგ დანიურ ორჰუსსჰი და ბოლოს მალაგასჰიც რატომ იკავებს კლუბები ტავს გასაგებია ცლოვანება მაგრამ 15 ცელი არის ფეხბურტელის გაკვანის ასაკი მე მგონი ისევ მენეჯერები გუპავენ ამ ბავსჰვს არადა მაგარი მომავალი აკვს არაბიდზეს
zaza
18:44 19-02-2013
0

სიახლეები პოპულარული