ამხანაგური შეხვედრა მცხეთაში - "მცხეთა პარკზე" გაიმართა და "გაგრას" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
19-წლამდელებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: თებიძე, სანდოხაძე, გეგეჭკორი, თევზაძე, ქიტიაშვილი, ექვთიმიშვილი, ფონიავა, პაპუნაშვილი, კვარაცხელია, ნიკვაშვილი, ერისთავი
შეცვლაზე შევიდნენ: ადამია, ჩადუნელი, კაკაბაძე, უბილავა, წულუკიანი, ლობჟანიძე, ქარელი და კვაჭანტირაძე
"გაგრამ" პირველი ტაიმი დავით ვოლკოვის გოლით მოიგო. მეორე ტაიმში კი თავი გუგა ფალავანდიშვილმა
19-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის თქმით, ეს მატჩი ერთ მიზანს ემსახურებოდა - საქმეში ენახა და უკეთ გაეცნო ამ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები.
"მოგეხსენებათ, ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო, რაც მე მთავარ მწვრთნელად დავინიშნე. ამ შეკრებაზე ჩვენი ნაკრებისთვის საჭირო ბევრი ფეხბურთელი ვერ გამოვიძახეთ, რადგან ისინი თავიანთ კლუბებთან ერთად შეკრებებზე იმყოფებიან.
ისეთი მოთამაშეები გვაკლდა, რომლებიც ამ ნაკრების ძირითად ბირთვად ითვლებიან. ამიტომ დღევანდელი მატჩის შედეგს ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, ეს ბიჭები გამომეცადა.
იმედია, მომავალ შეკრებას უკვე სრული შემადგენლობით - ყველა საჭირო ფეხბურთელთან ერთად შევძლებთ", - განაცხადა ცეცაძემ.
სფფ-ის პრესსამსახური