საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება ტესტ-მატჩით დაასრულა

AutoSharing Option
6 თებერვალს ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება დაასრულა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გუნდმა. შეკრების ბოლო დღეს გია ცეცაძის გუნდმა "გაგრასთან" ტესტ-მატჩი ითამაშა, რის შემდეგაც ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელები სახლში გაუშვა.

ამხანაგური შეხვედრა მცხეთაში - "მცხეთა პარკზე" გაიმართა და "გაგრას" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

19-წლამდელებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: თებიძე, სანდოხაძე, გეგეჭკორი, თევზაძე, ქიტიაშვილი, ექვთიმიშვილი, ფონიავა, პაპუნაშვილი, კვარაცხელია, ნიკვაშვილი, ერისთავი

შეცვლაზე შევიდნენ: ადამია, ჩადუნელი, კაკაბაძე, უბილავა, წულუკიანი, ლობჟანიძე, ქარელი და კვაჭანტირაძე

"გაგრამ" პირველი ტაიმი დავით ვოლკოვის გოლით მოიგო. მეორე ტაიმში კი თავი გუგა ფალავანდიშვილმა
გამოიჩინა.

19-წლამდელთა მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის თქმით, ეს მატჩი ერთ მიზანს ემსახურებოდა - საქმეში ენახა და უკეთ გაეცნო ამ შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები.

"მოგეხსენებათ, ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო, რაც მე მთავარ მწვრთნელად დავინიშნე. ამ შეკრებაზე ჩვენი ნაკრებისთვის საჭირო ბევრი ფეხბურთელი ვერ გამოვიძახეთ, რადგან ისინი თავიანთ
კლუბებთან ერთად შეკრებებზე იმყოფებიან.

ისეთი მოთამაშეები გვაკლდა, რომლებიც ამ ნაკრების ძირითად ბირთვად ითვლებიან. ამიტომ დღევანდელი მატჩის შედეგს ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, ეს ბიჭები გამომეცადა.

იმედია, მომავალ შეკრებას უკვე სრული შემადგენლობით - ყველა საჭირო ფეხბურთელთან ერთად შევძლებთ",
- განაცხადა ცეცაძემ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული