საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე ჰოლანდია ისრაელში განადგურდა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ევროპის 21-წლამდელთა 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ჰოლანდია, შოტლანდია, სლოვაკეთი და ლუქსემბურგი არგუნა.

6 თებერვალს, ეროვნული ნაკრებების პარალელურად, ახალგაზრდულების ამხანაგურებიც გაიმართა და ალექსანდრე ჩივაძის გუნდის მეტოქეებმაც ითამაშეს.

ჰოლანდიელი 21-წლამდელები ისრაელს ესტუმრნენ და 0:3 განადგურდნენ. დაგვეთანხმებით, მოულოდნელი შედეგია, ჰოლანდიის ნაკრები ხომ ჩვენი ჯგუფის ფავორიტია. ამ შედეგმა კი დაგვანახა, რომ ახალგაზრდა "ნარინჯისფერებთან" წარმატებისთვის ბრძოლა შეიძლება და იმედია, ჩვენი გუნდი ამას მოახერხებს.

შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუზავდა - 1:1. ბერძნები მე-12 წუთზე დაწინაურდნენ,
58-ეზე კი უოტმა ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით სქოთები მარცხისგან იხსნა.

ასევე გასვლითი შეხვედრა ჩაატარა სლოვაკეთმა და შვეიცარიას 1:0 მოუგო. ეს შედეგიც მოულოდნელობად უნდა შევაფასოთ, რადგან შვეიცარიელი 21-წლამდელები თავის ასაკში ყოველთვის საუკეთესოთა შორის არიან, რაც წინა საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ თავზე იწვნია.

სლოვაკებმა მესაროშის მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს კი ეს დღე არ გამოუყენებიათ. ლუქსემბურგელთა პრობლემები ნაკლებად გვაღელვებს, აი, ჩვენი ფეხბურთის ფედერაციას კი ჩივაძის გუნდისთვის სპარინგ-პარტნიორის მოძიება მართებდა.

საერთაშორისო სანაკრებო დღეს უქმად ყოფნა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: წილისყრით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ
U21. წილისყრა: გრანდებიდან მხოლოდ ჰოლანდია გვერგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული