გიორგი დევდარიანი თავის რჩეულ ფეხბურთელებს სასტუმრო "ბატესტაში" შეკრებს და ყოველდღიურად მცხეთაში ავარჯიშებს.
დასაწყისისთვის შეკრებაზე 22 ფეხბურთელი შევა:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - "საბურთალო")
მცველები: აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი), ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ველიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ყველა - "საბურთალო"), თორნიკე კირკიტაძე, ომარ პატარკაციშვილი (ორივე - "ლოკომოტივი")
ნახევარმცველები: ზურაბ მალანია ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა - "საბურთალო"), თენგიზ გოროზია ("დინამო", თბილისი), გიორგი
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("ჩიხურა", საჩხერე), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე - "საბურთალო"), ბექა მიქელთაძე ("ზესტაფონი")
4 მარტს დევდარიანის გუნდი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ქალაქ რედა ვიდენბრუკში გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ჩვენი ნაკრების შეკრება უწყვეტად გაგრძელდება ავსტრიაში გამგზავრებამდე, სადაც 25 მარტიდან პატარა "ჯვაროსნები" ელიტრაუნდის მატჩებში სერბეთის, ირლანდიისა და ავსტრიის ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
gff.ge