კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპი 5-დან 17 მაისამდე სლოვაკეთში გაიმართება და იქ თამაშის უფლებას, მასპინძელთა გარდა, მხოლოდ ელიტრაუნდის ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.
გიორგი დევდარიანის გუნდს მეტოქეებად სერბეთი, ირლანდია და ავსტრია ერგო. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ავსტრია უმასპინძლებს.
უკვე ცნობილია ჯგუფის სრული კალენდარი შეხვედრების მომსახურე მსაჯებითა და მატჩების გამართვის დროითა და ადგილით.
წინასწარ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ნაკრები სამივე მატჩს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართავს და მის შეხვედრებს სამივეგან პოსტსაბჭოელი არბიტრები განსჯიან:
U17. ევროპის ჩემპიონატის
25 მარტი
ვენა, "ჰირშტეტენი"
სერბეთი-საქართველო 14:00 სთ
არბიტრი: ს. დერენოვი (მოლდოვა)
შვეხატ-რანერსდორფი, "შპორტცენტრუმი"
ირლანდია-ავსტრია 22:00
არბიტრი: მ. სანტოს ფერეირა (პორტუგალია)
27 მარტი
ვენა, "ჰირშტეტენი"
საქართველო-ირლანდია 14:00
არბიტრი: ს. დერენოვი (მოლდოვა)
შვეხატ-რანერსდორფი, "შპორტცენტრუმი"
სერბეთი-ავსტრია 22:00
არბიტრი: ი. კოზიკი (უკრაინა)
30 მარტი
შვეხატ-რანერსდორფი, "შპორტცენტრუმი"
ირლანდია-სერბეთი 18:00
არბიტრი: მ. სანტოს ფერეირა (პორტუგალია)
ვენა, "აუსტრია"
ავსტრია-საქართველო 18:00
არბიტრი: ი. კოზიკი (უკრაინა)
* დრო ყველგან თბილისისაა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება დაიწყო