გერმანია-საქართველოს შეხვედრა 6 მარტს, ქალაქ რედა ვიდენბრუკში თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მატჩმა ადგილობრივ მცხოვრებთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. სტადიონზე ანშლაგია მოსალოდნელი და შესაძლოა, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ერთ-ერთმა გერმანულმა ტელეარხმა აწარმოოს.
თბილისიდან წასულ 17 ფეხბურთელს გერმანიაში შეუერთდა რომან ჭანტურია, რომელიც დიუსელდორფში პირდაპირ იტალიიდან ჩავიდა.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა პირველ ვარჯიშში ფეხბურთელები მსუბუქად დატვირთა. წვრთნა საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - საბურთალო);
მცველები: აკაკი შულაია (მერანი, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ორივე - საბურთალო), ომარ პატარკაციშვილი (ლოკომოტივი, თბილისი);
ნახევარმცველები: ზურაბ მალანია (ბაია, ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა - საბურთალო), თენგიზ გოროზია (დინამო, თბილისი), გიორგი ბერიძე (ჩიხურა, საჩხერე);
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი, თბილისი), ილია კერძევაძე (ჩიხურა, საჩხერე), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე - საბურთალო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"