საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდამდე ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს

AutoSharing Option
გერმანულ-ჰოლანდიური ვოიაჟის შემდეგ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, გიორგი დევდარიანის გუნდი გერმანიაში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:4 დამარცხდა, ჰოლანდიაში კი არნემის "ვიტესის" ახალგაზრდულ გუნდს დაუზავდა - 1:1.

არნემში ქართველთაგან გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა - მან მატჩის 75-ე წუთზე ლუკა ზარანდიას პასით გაათანაბრა ანგარიში.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: გოშაძე, გელაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, პატარკაციშვილი, შულაია, ხარაიშვილი, კერძევაძე, ზარანდია, რ. ჭანტურია.

შეცვლაზე შევიდნენ: მალანია, ბერიძე, რუხაძე, ჩაბრაძე, გოროზია, ბარამიძე.

საქართველოში დაბრუნებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდამდე, სავარაუდოდ, კიდევ
ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს და მისი მეტოქე რომელიმე ქართული კლუბი იქნება.

შეგახსენებთ, ჩვენი გუნდის მეტოქეები სერბეთი, ირლანდია და ავსტრია იქნებიან. მატჩებს ავსტრია უმასპინძლებს და ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გავა.

საქართველოს ნაკრების შეხვედრათა განრიგი ასეთია:

25 მარტი
საქართველო-სერბეთი
27 მარტი
საქართველო-ირლანდია
30 მარტი
საქართველო-ავსტრია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველი 17-წლამდელები არნემში ფრეს დასჯერდნენ
U17. გერმანია-საქართველო 4:1 - სასარგებლო ტესტი გერმანულ "მანქანასთან"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული