ალექსანდრე ჩივაძე თემურ ქეცბაიასგან ეროვნული ნაკრების სიას ელოდება

AutoSharing Option
სანაკრებო კალენდარს საქართველოს 21-წლამდელთა გუნდიც გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ 22, 23 და 26 მარტს გაიმართება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები.

ჩვენი უპირველესი გუნდი 22 მარტს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად შეხვდება, ახალგაზრდული ნაკრები კი ავსტრიაში გაემგზავრება.

ალექსანდრე ჩივაძის დამოძღვრილი 21-წლამდელები 18-დან 27 მარტამდე პლაგენფურტთან მდებარე ბაზაზე დაბანაკდებიან და სამ შეხვედრას გამართავენ თანატოლებთან.

იმავე პერიოდში პლაგენფურტში ევროპის სხვა ახალგაზრდული ნაკრებებიც მოიყრიან თავს.

რომელ ფეხბურთელებს წაიყვანს ჩივაძე ავსტრიაში, ზუსტად ჯერ არ არის ცნობილი, რადგან ჩივაძე იმას ელოდება, თემურ ქეცბაია ვის გამოიძახებს საფრანგეთთან
მატჩისთვის.

ქეცბაია სიას, სავარაუდოდ, 12 მარტს გამოამზეურებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული