ჩვენი უპირველესი გუნდი 22 მარტს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად შეხვდება, ახალგაზრდული ნაკრები კი ავსტრიაში გაემგზავრება.
ალექსანდრე ჩივაძის დამოძღვრილი 21-წლამდელები 18-დან 27 მარტამდე პლაგენფურტთან მდებარე ბაზაზე დაბანაკდებიან და სამ შეხვედრას გამართავენ თანატოლებთან.
იმავე პერიოდში პლაგენფურტში ევროპის სხვა ახალგაზრდული ნაკრებებიც მოიყრიან თავს.
რომელ ფეხბურთელებს წაიყვანს ჩივაძე ავსტრიაში, ზუსტად ჯერ არ არის ცნობილი, რადგან ჩივაძე იმას ელოდება, თემურ ქეცბაია ვის გამოიძახებს საფრანგეთთან
ქეცბაია სიას, სავარაუდოდ, 12 მარტს გამოამზეურებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"