ჯერ მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ლეგიონერთა ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 18-27 მარტს ავსტრიაში რომ ექნება შეკრება, ადრეც გაუწყეთ. 12 მარტს კი გაირკვა, თუ რომელ თანატოლებს გაეჯიბრებიან ქართველები ავსტრიაში: ალბანეთის, ხორვატიისა და აზერბაიჯანის 21-წლამდელებს.

ავსტრიაში წამსვლელთა სია 12 მარტს ვერ გამომზეურდა. ჩვენი 21-წლამდელების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე ალბათ 13 მარტს გასამართ სათასო მატჩებსაც დაელოდება და ავსტრიაში წამსვლელთა ვინაობაც მერე გაირკვევა.

დღეისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, თუ ნაკრების რომელი ლეგიონერები ჩავლენ ავსტრიაში: მამუკა კობახიძე, გიორგი ჭანტურია (ორივე - "ალანია", რუსეთი), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით კოხია
("ვოლგა", რუსეთი), გიორგი ქვილითაია ("დიორი", უნგრეთი), გიორგი ჯგერენაია, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - "ილიჩევეცი", უკრაინა).

ჩივაძის ლეგიონერულ სიაში ერთი დებიუტანტია - გიორგი ქვილითაია, რომელიც უნგრეთში წასვლამდე საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, "სასკოში" თამაშობდა.

21-წლამდელთა ნაკრების ლეგიონერებში ვერ მოხვდა საბა კვერკველია, ყაზანის "რუბინის" მცველი თემურ ქეცბაიამ გამოიძახა ეროვნულ ნაკრებში 22 მარტს საფრანგეთთან გასამართი მატჩისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე თემურ ქეცბაიასგან ეროვნული ნაკრების სიას ელოდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული