ჩივაძის სიაში გიორგი ქვილითაიაც მოხვდა.
გიორგისთვის 2013 წელი კარგად დაიწყო - პირველი ლიგის "სასკოს" თავდამსხმელი უნგრეთის უმაღლესი ლიგის "დიორ ეტოში" ჩაირიცხა, ახლა კი ახალგაზრდულში დებიუტის შანსი გაუჩნდა.
"ნაკრებში გამოძახებისა და ნდობისთვის დიდი მადლობა მინდა მთავარ მწვრთნელს ვუთხრა.
ახალგაზრდულში ჩემს მიწვევაზე ლაპარაკი აქამდეც იყო, მაგრამ ეს პირველი გამოძახებაა და რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა.
ნაკრებში ქვეყნის ღირსებას იცავ და მეც ყველანაირად შევეცდები,
19 წლის თავდამსხმელი ახალ კლუბზეც გველაპარაკა:
"ეტყობა, თენგიზ კაციასთან და შალვა კვარაცხელიასთან ტყუილად არ მივარჯიშია. მათთან წლები ვემზადებოდი და ამის დამსახურებაა, უნგრეთში ყველაფერი კარგად რომ ამეწყო: გუნდის მწვრთნელმა თასზე 90 წუთი მათამაშა, გოლიც გავიტანე, შემდეგ ტურშიც მოედანზე 15 წუთი შემიშვა და აშკარაა, რომ მენდობა.
გუნდელებისგანაც ძალიან კარგ დამოკიდებულებას ვგრძნობ და ვცდილობ, თავი ბოლომდე წარმოვაჩინო. სხვათა შორის, გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ვარ.
საქართველოს პირველი ლიგიდან წამოსული 19 წლის ბიჭისთვის ცოტა ძნელია, უნგრეთის პირველადგილოსან გუნდში ფეხის მოკიდება, მაგრამ ვხედავ, რომ მენდობიან და ჩემზე გარკვეულ იმედებს ამყარებენ. ამიტომაც მაძლევენ სათამაშო დროს.
აქვე რომ არ ვთქვა, უმადურობაც იქნება - მადლობა რატი ალექსიძეს, რომელიც ჩამოსვლის დღიდან ყველანაირად გვერდში დამიდგა. შეიძლება ითქვას, რომ მისი დამსახურებაა, ადაპტაცია რომ არ გამჭირვებია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯერ მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ლეგიონერთა ვინაობა გაირკვა
გიორგი ქვილითაიამ "დიორის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა [VIDEO]