გერმანულ-ჰოლანდიური შეკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ორი დღით დაასვენა, შემდეგ კი კვლავ სასტუმრო "ბატესტაში" შეკრიბა და დასკვნითი სამზადისიც დაიწყო. გუნდი შეკრებაზე ასეთი შემადგენლობითაა:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - "საბურთალო")
მცველები: აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი), ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ორივე - "საბურთალო"), ომარ პატარკაციშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი)
ნახევარმცველები: ზურაბ მალანია ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი,
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("ჩიხურა", საჩხერე), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე - "საბურთალო")
16 მარტს გიორგი დევდარიანის გუნდი დასკვნითი შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩს გამართავს გორის "დილას" ახალგაზრდულ გუნდთან. მატჩი "ბენდელას" სტადიონზე გაიმართება და დღის 3 საათზე დაიწყება.
20 მარტს პატარა "ჯვაროსნები" გაემგზავრებიან. გუნდი ჯერ სლოვაკეთში ჩავა, სადაც ოთხდღიან შეკრებას და ადაპტაციას გაივლის. შემდეგ კი ავსტრიაში გადავა, სადაც 25 მარტიდან ელიტრაუნდის მატჩებს დაიწყებს.
gff.ge