19-წლამდელები თბილისურ შეკრებას 20 მარტს დაამთავრებენ. 21 მარტს კი გუნდი პოლონეთში გაემგზავრება, სადაც ქალაქ პულავში 22 და 24 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს პოლონეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან.
აქვე გეტყვით, რომ 19-წლამდელთა ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპი შეძლებისდაგვარად დატვირთულია მაღალი დონის სპარინგ-მატჩებითა და ტურნირებით. მაგალითად, აპრილში ჩვენი გუნდი პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც საკმაოდ მაღალი დონის ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
მაისის
ამჟამად ნაკრებში შეკრებაზე გამოძახებულები არიან:
მეკარეები: გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა", საჩხერე), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბილისი)
მცველები: ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო", ქუთაისი), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია", თბილისი), დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი), ნიკა ნარმანია ("რუხი", პოლონეთი)
ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე - "ზესტაფონი"), თემურ მარკოზაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი (ორივე - "ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ლუკას ჰუფნაგელი ("უნტერხაჰინგი", გერმანია), გიორგი სარჯველაძე ("ჰერკულესი", ესპანეთი)
თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ("დილა", გორი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ტარყაშვილი ("ანტვერპენი", ბელგია)
რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ნიკა ტარყაშვილი და გიორგი სარჯველაძე თბილისურ შეკრებას გუნდთან ერთად გაივლიან. ლუკას ჰუფნაგელი და ნიკა ნარმანია კი ნაკრებს პირდაპირ პოლონეთში შეუერთდებიან.
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: ჩვენს წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება